ფეხბურთი

0:02 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" რუმინელები გაანადგურა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “სამტრედიამ”, რომელიც სლოვენიაში შეკრებას გადის, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. იმერლების მეტოქე ამჯერად რუმინეთის ლიგა I-ის მეოთხე ადგილოსანი “დინამო” გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტელები სამტრედიელებზე მეტი გამოცდილებით დაიკვეხნიან, ამას მატჩის შედეგზე არ მოუხდენია გავლენა, რადგან გია ცეცაძის გუნდმა 5:1 იმარჯვა. საერთოდ, “სამტრედია” ჩინებულად გამოიყურება და “დინამომდე” ალბანეთის მესამე პრიოზიორ “კუკეში” 4:0 გაანადგურა.

“სამტრედიელთაგან” გოლები გიორგი დათუნაიშვილმა, გიორგი მჭედლიშვილმა, ბუდუ ზიზივაძემ გაიტანეს, ხოლო ბაჩანა არაბული დუბლით გამოირჩა.

მოგეხსენებათ, “სამტრედია” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, სადაც ორმატჩიან რაუნდში აზერბაიჯანულ “გაბალას” შეხვდება. პირველი თამაში სტუმრად მოუწევს 30 ივნისს, ხოლო 7 ივლისს, მეტოქეს ზესტაფონში დაუხვდება.

თეგებისამტრედია
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118601