ფეხბურთი

17:26 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ჟურნალისტს მიკროფონი ტბაში გადაუგდო (VIDEO)

რა უნდა გააკეთო, როდესაც ხარ კრიშტიანუ რონალდუ და ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემა არ გინდა? ამ შემთხვევაში რეპორტიორს მიკროფონი უნდა წაართვა და ახლომდებარე ტბაში გადაუგდო....

ლიონში ერთ-ერთ ტბასთან პორტუგალიის ნაკრები სეირნობდა. გაზეთ Record-ის ინფორმაციით, ჟურნალისტმა რონალდუს ჰკითხა, მოემზადა თუ არა უნგრეთთან მატჩისთვის, რაზეც კრიშტიანუ გაბრაზდა, ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ტბაში გადაუგდო.

0.109614