ჭადრაკი

15:02 | 22.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა!

ქუთაისელი მოჭადრაკეების ნანა ძაგნიძის და გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება.

თასის გათამაშება ორ ეტაპად გაიმართა. თბილისში გამართულ პირველ ტურნირში მონაწილეები ლეგენდარული ჩემპიონის მიერ დანერგილ MAIA CHESS–ში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, ხოლო ქუთაისში ჩატარებულ შეჯიბრში მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ჩემპიონის, რობერტ ფიშერის ჭადრაკში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

საბოლოოდ, ორივე ტურნირში დაგროვილი ქულების ჯამით გამოვლინდა გამარჯვებული და პრიზიორები.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 26 000 ლარს შეადგენდა, რომელიც ორივე ტურნირის მონაწილეთა შორის თანაბრად გადანაწილდა.

I ადგილი – 4000 ლარი

II ადგილი – 3000

III ადგილი – 2000

IV ადგილი – 1500

V ადგილი – 1000

VI ადგილი – 800

VII ადგილი – 450

VIII ადგილი – 250

„მაიას ჭადრაკის’’და „ფიშერის ჭადრაკის“ საბოლოო შედეგები:

ქალები:

I ადგილი

ნანა ძაგნიძე – 37 ქულა;

II ადგილი

სოფო ხუხაშვილი – 35 ქულა;

III ადგილი

სოფო გურამიშვილი – 33 ქულა;

IV ადგილი

ნინო ხომერიკი – 30 ქულა;

V ადგილი

მერი არაბიძე – 26 ქულა;

VI ადგილი

ნინო ხურციძე – 26 ქულა;

VII ადგილი

სალომე მელია – 24 ქულა;

VIII ადგილი

მაია ლომინეიშვილი – 18 ქულა;

ვაჟები:

I ადგილი

გიგა ყუფარაძე – 42 ქულა;

II ადგილი

ლევან ფანცულაია – 37 ქულა;

III ადგილი

მერაბ გაგუნაშვილი – 33 ქულა;

IV ადგილი

კონსტანტინე შანავა – 31 ქულა;

V ადგილი

მიხეილ მჭედლიშვილი – 29 ქულა;

VI ადგილი

თორნიკე სანიკიძე – 21 ქულა;

VII ადგილი

ირაკლი ბერაძე – 16 ქულა;

VIII ადგილი

ლუკა პაიჭაძე – 15 ქულა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116743