ჭიდაობა

16:51 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში!

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (50), ლევან ქავჟარაძე (60) და გიორგი მელია (96) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ.

დღეს ხალიჩაზე 4 წონით კატეგორიის ფალავნები გავიდნენ და აქედან სამში ქართველები ფინალში არიან.

ნუგზარ წურწუმიამ (50) უკრაინელი ვიტალი კუშნირი 10:2 დაამარცხა, სომეხ სერგეი სიმონიანს 4:2 სძლია, ნახევარფინალში იტალიელ ჯოვანის გაუმკლავდა – 6:3, ფინალში კი აზერბაიჯანელ აზარ ნასიბის შეხვდება.

ლევან ქავჟარაძემ (60) ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა: სომეხი გევორქ ხუმარიანი – 9:0, უნგრელი ერიკ ტორბა – 5:2 და უკრაინელი ოლექსანდრ ხრუშინი – 4:0. ფინალში ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი მიხაილ რახმანოვი იქნება.

გიორგი მელიამ (97) საფინალო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. მან პირველ შეხვედრაში უკრაინელ ვლადენ კოზლიუკს წმინდად სძლია, ბერძენი მიხაილ იოსიფიდისი 38 წამში ქულების აშკარა უპიტარესობით 8:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში 1:02 წუთში წმინდად მოუგო ბულგარელ ევგენი განჩევს, ნახევარფინალში კი 28 წამში ქულების აშკარა უპირატესობით 9:0 მოუგო გერმანელ ერკან ჩელიკს. ფინალში ქართველი ფალავანის მეტოქე რუსი რუსლან ბეკუზაროვი იქნება.

რაც შეეხება თემურ ჭკუასელიძეს (74), ის პირველივე წრეში ფინელ ვილი როპონენთან 1:5 დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ბმული

https://unitedworldwrestling.org/event/european-championship-junior-1

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061078