ფეხბურთი

18:22 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" მეტოქე - შირაქის ველზე გავდივართ

აი, დამთხვევა, 23 ივნისს გორში ამხანაგური მატჩი უნდა შემდგარიყო "დილასა" და "შირაქს" შორის, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, ვეღარ გაიმართება. ვის გაუგია ასეთ დროს ამხანაგური შეხვედრა?!

როგორც იცით, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილას" მეტოქე სომხეთის ქალაქ გიუმრის "შირაქი" იქნება. გიუმრის ადრე ლენინაკანი ერქვა - თბილისთან ახლოსაა, სულ რაღაც 130 კილომეტრში.

ისე, 3 წლის წინ "შირაქმა" თბილისში ითამაშა ამხანაგური თბილისის "დინამოსთან" და 1:1 დაასრულა.

"შირაქი" მეორე ადგილზე გავიდა სომხეთის ჩემპიონატში, პირველადგილოსან "ალაშკერტს" 3 ქულით ჩამორჩა. თასზე კი მეოთხედფგინალში გავარდა "მიკასთან " (1:1, 0:1). გიუმრის გუნდის ბომბარდირი გახდა 19 წლის კოტდივუარელი კონან კუაკუ, თუმცა "ბომბარდირი" მხოლოდ 6 გოლით. თავდასხმაში მისი მეწყვილეა თანამემამულე დრის დიარასუბა, რომელმაც 5 გოლი შეაგდო სეზონში.

გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა სერბი ნახევარმცველი ნიკოლა სტოშკოვიჩი. ასევე ერთ-ერთი ლიდერია კოტდივუარელი მოჰამედ კაბა.

რაც შეეხება თავად სომხებს, ისინი სიძლიერით არ გამოირჩევიან. ჰყავთ სომხეთის ნაკრების კანდიდატები, მაგრამ მყარად არავის აქვს ნაკრებში ადგილი.

მწვრთნელი გახლავთ ვარდან ბიჩახჩიანი, რომელიც 5 წელია, "შირაქს" თავკაცობს. ის გუნდის ყოფილი ფეხბურთელია, 38 წლისა გახლავთ.

"შირაქი" ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ბოლოს ეს სამი წლის წინ მოახერხა: სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზეც კარგად ითამაშა, სან მარინოს "ტრი პენე" გამოთიშა და მესამე ეტაპზე ბელგრადის "პარტიზანთან" არ გაუმართლა - 0:0, 1:1, ასე გავარდა. მანამდე კი გიუმრელებმა 1992, 1994 და 1999 წლებში მოიგეს ჩემპიონობა.

შარშან "შირაქმა" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე ბოსნიის "ზრინსკი" გამოთიშა (2:0, 1:2), მერე კი შვედეთის აიკ-თან ორივე თამაში წააგო (0:2, 0:2) და გავარდა.

"დილა" ფეხბურთელებისგან დაიცალა, საკადრო პრობლემები აქვს და ეს ვერ არის კარგი ამბავი ევროტურნირების წინ. თუმცა არც "შირაქია" მაინცდამაინც ძლიერი გუნდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111059