თამაშგარე

11:46 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზმანი ნატალი სივეცი ფეხბურთის მადლიერია

ფეხბურთს რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში, ეს გასაკვირი არაა. აღარც ის უკვირს ვინმეს, რომ ამ გულშემატკივართაგან მრავალი სუსტი სქესის წარმომადგენელი ლამაზმანია. ამათგან, ერთ–ერთი მათგანი, პოლონელი მოდელი ნატალი სივეცი თავის კარიერულ წარმატებას სწორედაც რომ ფეხბურთს უმადლის და დღე და ღამ ამ დალოცვილი სპორტის სახეობის მომგონის ლოცვა–კურთხევაშია. მან ერთ–ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ მისი წარმატება სწორედაც რომ ფეხბურთის დამსახურებაა.

რომ არა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ნატალი საკმაოდ გამომწვევად და თანაც ელეგანტურად ჩაცმული დაესწრო – იგი რიგით მოდელად დარჩებოდა და ერთფეროვნად გალევდა ამ წუთისოფელს. ტრიბუნებზე ის ფოტოგრაფებმა შეამჩნიეს, მისი ფოტოები თითქმის ყველა გლამურულ ჟურნალში დაიბეჭდა და ამის შემდეგ ნატალი სივეცმა უამრავი შემოთავაზება მიიღო.

დღეს იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყვითელი პრესის ერთ–ერთი პოპულარული და მოთხოვნადი სახეა.

0.147048