ფეხბურთი

13:45 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის თასს ახალი მფლობელი ეყოლება

5 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების კიდევ ერთი ტიტულის მფლობელის ვინაობა უნდა გაირკვეს. სუპერლიგის თასისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთი გუნდი და მინი ფეხბურთის კლუბი ტატიშვილი იბრძოლებენ.

სუპერლიგის თასის გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგა ა და ბ-ს საუკეთესო 8-8 გუნდი იღებდა. ბრმა წილისყრის შედეგად, გუნდები 1/8 ფინალიდან ჩაებნენ ასპარეზობაში. ერთ რაუნდიან პლეიოფებში საბოლოოდ გამოვლინდა ის ორი საუკეთესო, რომელიც კვირას სადებიუტო ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან. 1/2 ფინალში ორივე მათგანს სერიოზული მოწინააღმდეგე ყავდა. „ძალოვნებმა“ ასპარეზობას 7 მეტრიანების სერიაში მფკ ნატახტარი გამოთიშეს, ხოლო ტატიშვილმა პსპ-ს ძლევა მოახერხა. ფინალური შეხვედრა კვირას, 19:00 სთ-ზე დაიწყება.

05.06.2016. სუპერლიგის თასი. ფინალი

19:00 მფკ ტატიშვილი - შსს

კვირას გასამართი სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია, ბავშვთა ლიგის ½ ფინალური დაპირისპირებები. გათამაშების ფავორიტი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი ბაქსვუდის სკოლის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის „მართვე“ 51-ე სკოლასთან ეცდება ფინალის საგზურის მოპოვებას.

05.06.2016. ბავშვთა ლიგა. 1/2 ფინალი

13:00 UG – ბაქსვუდი

14:00 მართვე (ქუთ) – 51-ე სკოლა

5 ივნისს გაიმართება სუპერლიგა C-ს მორე ტურის გადადებული ერთი შეხვედრაც. სისი ლოუნი აჭარის სომეხთა კავშირის გუნდ „ახპიურს“ დაუპირისპირდება.

05.06.2016. სუპერლიგა C. II ტური

15:00 CC Loan – ახპიური

კვირას დასრულედება ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი გათამაშებაც. ბოლო VII ტურის შემდეგ უნდა გაირკვეს ის ოთხი გუნდი, რომლებიც მომავალ სეზონში რანგით მაღალ, ვერცხლის ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ბოლო ტურის შეხვედრებიდან გამორჩევის ღირსია „საბანკო დერბი“, რომელშიც ერთმანეთს ლიბერთი და თიბისი დაუპირისპირდებიან. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება.

05.06.2016. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

16:00 ავერსი - ეროვნული ბანკი

17:00 ლიბერთი ბანკითიბისი ბანკი

18:00 აჭარა ჯგუფი - შემოსავლების სამსახური

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი Estrella.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

თეგებიSBM LEAGUE
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149766