ჭიდაობა

0:51 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თამარ ხოჯაშვილი – საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული პირველი ქართველი გოგონა (+VIDEO)

29 მაისს თურქეთის ქალაქ იზმირში დასრულებულ ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა თამარ ხოჯაშვილმა (52). ის პირველი ქართველი გოგონა გახდა, ვინც საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

თამარმა სულ სამი შეხვედრა გამართა. პირველ შეხვედრაში მან 2:49 წუთში წმინდად დაამარცხა ყაზახი აბენ დარიგა, ნახევარფინალში ასევე წმინდად 25 წამში მოუგო თურქ მეტოქეს, ფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში 10:9 კიდევ ერთი მასპინძელი ედა ტეკინი დაამარცხა.

იზმირში გოგონათა ნაკრებს ბესიკ გუჩაშვილი ხელმძვანელობდა, თაკოს პირადი მწვრთნელი კი ზურაბ ტატუაშვილია.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145587