კალათბურთი

23:27 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გასარკვევი ერთიღაა

მას შემდეგ, რაც ყაზანის “უნიკსმა” ვთბ-ლიგის ნახევარფინალში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” სძლია და შესაბამისად, ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა, ევროლიგის 2016-17 წლების სეზონის მე-15 მონაწილის ვინაობაც გაირკვა.

შეგახსენებთ, რომ 11 კლუბი ევროლიგის მომდევნო სეზონში A ლიცენზიის წყალობით ითამაშებს. ესენი “ანადოლუ ეფესი”, “ფენერბაჰჩე” (ორივე – თურქეთი), ცსკა (რუსეთი), “ემპორიო არმანი” (იტალია), “ბარსელონა”, “ლაბორალ კუჩა”, “რეალი” (ყველა – ესპანეთი), “მაკაბი” (თ-ა, ისრაელი), “ოლიმპიაკოსი”, “პანათინაიკოსი” (ორივე – საბერძნეთი) და “ჟალგირისი” (ლიტვა) არიან.

სერბული “ცრვენა ზვეზდა” ევროლიგაში ადრიატიკის ლიგის მოგების წყალობით მოხვდა, თურქულმა “გალათასარაიმ” მიზანს ევროთსზე გამარჯვებით უწია, ხოლო სტამბოლის კიდევ ერთ გუნდ “დარუშაფაკას” “უაილდ ქარდი” ერგო.

როგორც აღვნიშნეთ, ევროლიგის მე-15 მონაწილე “უნიკსი” გახდა, ხოლო ბოლო მე-16 გუნდი გერმანიის ჩემპიონი იქნება.

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111838