კალათბურთი

22:33 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას გუნდს გადამწყვეტი მატჩი ელის

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში “გრან კანარიასთან” გასვლითი მატჩი 87:93 წააგო. შედეგად, ანგარიში 1:1 გახდა და ახლა, ყველაფერი მე-3 შეხვედრაში გადაწყდება, რომელსაც 31 მაისს ბასკეთი უმასპინძლებს.

ქართველმა კალათბურთელმა, რომელსაც მძიმე ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს, პირველი მატჩის მსგავსად, მოედანზე მცირე დრო გაატარა. შენგელიამ 03:15 წუთს ითამაშა და ამ დროში ერთადერთი ორქულიანის აცილება მოასწრო.

სტუმართაგან საუკეთესო ამერიკელი მაიკ ადამსი იყო 22 ქულით, მაიკ ჯეიმსმა კი, რომლის საქართველოს ნაკრებში ჩარიცხვა საკმაოდ რეალურია, 15:19 წუთში მხოლოდ 2 ქულა მიითვალა. “გრან კანარიას” მხრიდან 8 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო.

ისიც ვთქვათ, რომ გასულ შეხვედრაში ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფებისთვის ზუსტი სამქულიანების რეკორდი დამყარდა. გუნდებმა 29 შორეული ტყორცნა გამოიყენეს (13 – “გრან კანარიამ”, 16 – “ლაბორალ კუჩამ”) და უწინდელი მიღწევა 2 პუნქტით გააუმჯობესეს.

0.121164