სხვა

22:05 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მშვილდოსნები ვერცხლს დასჯერდნენ

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტიბე ესებუა და იულია ლობჟანიძე იცავდნენ, ნოტინგემში დასრულებულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მშვილდოსნებმა მერვედფინალში ბელარუსი 5:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში ამავე ანგარიშით თურქეთს სძლიეს, ნახევარფინალში კი დიდ ბრიტანეთს 5:3 მოუგეს.

ფინალში საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ უკრაინას გადაეყარა და 0:6 დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ ბრინჯაოს მატჩში გერმანიამ ბრიტანელებს 6:2 სძლია.

0.128854