ფეხბურთი

15:21 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" პირველი ახალწვეული ცნობილია (+VIDEO)

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო” თბილისმა პირველი ტრანსფერი გაჩარხა. ამიერიდან, თბილისური გუნდის ღირსებას მარტინიკის ნაკრების (კონკაკაფის ზონა) წევრი მატიას კურიორი დაიცავს. იგი 28 წლისაა და შემტევი ნახევარმცველია – შეუძლია, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ თამაში. მატიასი "დინამოში" 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აქამდე, ფრანგული წარმოშობის მოთამაშე ბულგარულ “ჩერნო მორეში” თამაშობდა, რომლის ღირსებაც 2014 წლიდან დღემდე 55 მატჩში დაიცვა და 16 გოლის გატანა შეძლო. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში კი 6 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოუჩენია. რაც შეეხება ტიტულებს - კურიორიმ 2014-2015 წლების სეზონში "ჩერნო მორესთან" ერთად ბულგარეთის თასი და სუპერთასი მოუგია.

მართალია, "დინამოს" ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, მაგრამ კურიორმა აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას საკუთარი ფეისბუქის გვერდიდან ამცნო, სადაც დაწერა:

“მინდა, ოფიციალურად გამოვაცხადო, რომ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი ვარ. მინდოდა ტიტულების მოგების შანსი მქონოდა და ევროტურნირებზე მეთამაშა – “დინამო” ამის შესაძლებლობას მომცემს. ახლა, ახალ ქვეყანას, კულტურასა და გუნდს უნდა გავეცნო. მადლობა ჩემს აგენტ საშა ბარანოვს, ჰასან ტორუნსა და გუნდს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს”, - წერს სოციალურ ქსელში კურიორი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117628