კალათბურთი

14:06 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუ ორლეანის” კალათბურთელი მოკლეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარის “ნიუ ორლეან პელიკანსის” 23 წლის ამერიკელი კალათბურთელი ბრაის დეჟან-ჯონსი მოკლეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 23 წლის კალათბურთელი თავისი შვილის დედასთან მიდიოდა. დეჟან-ჯონსს სახლი აერია და შემთხვევით სხვა კარები შეაღო, რა დროსაც სახლში მყოფმა მოქალაქემ იკითხა თუ ვინ იმყოფებოდა მის სახლში, რაზეც პასუხი ვერ მიიღო, ხელში იარაღი აიღო და “ნიუ ორლეანის” კალათბურთელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ბრაის დეჟან-ჯონსმა 2015/16 წლების სეზონში “ნიუ ორლეანის” მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ თამაშში 5.6 ქულას, 3.4 მოხსნას, 1.1 პასს და 0.7 ჩაჭრას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10137