ფეხბურთი

14:20 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "რეალს" წარმატება მიულოცა

კატალონიის "ბარსელონამ" ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ფინალში გამარჯვება მიულოცა. გადამწყვეტ მატჩში "სამეფო კლუბმა" მადრიდის "ატელტიკო" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა.

"რეალმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი ისტორიაში 11-ჯერ მოიგო, ესპანური კლუბების ანგარიშზე ჯამში 16 მოგება ფიქსირდება, რაც სარეკორდოა. 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგა "ბლაუგრანამ" მოიგო.

მეორე ადგილზე იტალია (12 მოგება, 15 ფინალი), მესამეზე კი - ინგლისი (12 მოგება, 7 წაგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118421