ფეხბურთი

12:28 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი "რეალით" ამაყობს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "სამეფო კლუბის" წევრობა მისთვის ბედნიერებაა.

"სან სიროზე" გამართულ გადამწყვეტ მატჩში ფრანგი სპეციალისტის შეგირდებმა მადრიდის "ატლეტიკო" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა.

"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც ერთად გავაკეთეთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა და გამარჯვება მძიმე შრომის შედეგია. მატჩს კარგ ფორმაში შევხვდით, თუმცა ბოლოს ფიზიკურად დავიღალეთ. მენტალურადაც დიდ ზეწოლას განვიცდიდით. როდესაც იგებ ისეთ დიდ ტურნირს, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა, ეს ბევრს ნიშნავს მოთამაშეებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და გულშემატკივრებისთვის.

ტურნირის მოგებაზე ვოცნებობდი. პრეზიდენტმა შანსი მომცა კლუბის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. მყავს ფენომენალური შემადგენლობა. ასეთი ტალანტური ფეხბურთელებით რაღაცა დიდი შედეგის მიღწევა შეგიძლია. დიდი ხნის განმავლობაში ამ კლუბის წევრობით ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელის, ასისტენტის და ახლა უკვე მწვრთნელის რანგში მოვიგე. ანჩლოტიმ მითხრა, რომ ამ ტურნირის მოგება თავკაცის რანგში განსხვავებულია, განსაკუთრებულია.

თამაშის გამარჯვებულის პენალტების სერიამ გადაწყვიტა და იყო შანსი 'ატლეტიკოს" მოეგო. ვულოცავ სიმეონეს, დიდებულ მწვრთნელს და მის გუნდს ღირსეულ თამაშს." - ციტირებს ზიდანის სიტყვებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი.

ზიდანი გახდა პირველი ფრანგი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მოიგო. ზინედინი კლუბში გასული სეზონის ზამთრის შესვენების დროს დანიშნეს. ფრანგმა რაფაელ ბენიტესი შეცვალა, გუნდი ლა ლიგაში მეორე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112368