ფეხბურთი

11:45 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის MVP რამოსი გახდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. აღნიშნული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

თავად მცველმა ფინალის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მძიმე შრომის შედეგად მოიპოვა.

"დაძაბული სეზონის შემდეგ, ისტორიის გადაწერის უნიკალური შანსი გვქონდა და ორი წლის წინ ნაჩვენები შედეგი გავიმეორეთ. ეს მძიმე შრომის შედეგად დავიმსახურეთ. კარგი თამაში გამოგვივიდა და ფეხბურთს ორი მხარე ჰყავს: ერთი გუნდი იგებს, მეორე კი აგებს, ასე რომ "ატლეტიკოს" ფანტასტიკურ სეზონს ვულოცავ."

რამოსმა ფინალში თავისი გუნდი დააწინაურა, შემდეგ კი პენალტების სერიაში თავი გამოიჩინა. ასევე ძირითადი დროის კომპენსირებულ მესამე წუთზე ესპანელმა ყვითელი ბარათიც მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118202