ფეხბურთი

17:00 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

1958 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი (VIDEO)

1958 წლის 28 მაისს, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე 67 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ჩემპიონთა თასის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფინალი ჩატარდა. დამატებით დროში მადრიდის “რეალმა” “მილანს” 3:2 მოუგო. გოლები დი სტეფანომ, რიალმა, ხენტომ (“რეალი”) და სკიაფინომ, გრილიომ (“მილანი”) გაიტანეს.

“რეალი” (გუნდს ლუის კარნილია წვრთნიდა): ხუან ალონსო, ატიენსა, სანტამარია, ლესმესი, სანტიესტებანი, სარაგა, კოპა, ხოსეიტო, დი შტეფანო, რიალი, ხენტო.

“მილანი” (გუნდს ჯუზეპე ვიანი წვრთნიდა): სოლდანი, ფონტანა, მალდინი, ბერალდო, ბერგამასკი, რადიჩე, დანოვა, ლიდჰოლმი, სკიაფინო, გრილიო, კუკიარონი.

შეხვედრას ბელგიელი არბიტრი ასტეენი სჯიდა.

0.11383