ისტორია

10:25 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

28 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1960 - დაიბადა ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). საკავშირო თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). 1981 წლის საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1888 - შოტლანდიაში გლაზგოს “სელტიკისა” და “რეინჯერსის” პირველი მატჩი ჩატრდა. შეხვედრას 2000 მაყურებელი დაესწრო და სელტიკელებმა 5:2 მოიგეს. ნილ მაკალუმმა “სელტიკის” ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა, ტომ მალეიმ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1914 - ოდესაში პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. ქალაქს სტამბოლის “ფენერბახჩე” ეწვია და იქაურ შკს-ს (“შერემეტიევსკი კრუჟოკ სპორტა”) 2:1 მოუგო.

1958 - ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე 67 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ჩემპიონთა თასის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფინალი ჩატარდა. დამატებით დროში მადრიდის “რეალმა” “მილანს” 3:2 მოუგო. გოლები დი სტეფანომ, რიალმა, ხენტომ (“რეალი”) და სკიაფინომ, გრილიომ (“მილანი”) გაიტანეს. “რეალი” (გუნდს ლუის კარნილია წვრთნიდა): ხუან ალონსო, ატიენსა, სანტამარია, ლესმესი, სანტიესტებანი, სარაგა, კოპა, ხოსეიტო, დი შტეფანო, რიალი, ხენტო. “მილანი” (გუნდს ჯუზეპე ვიანი წვრთნიდა): სოლდანი, ფონტანა, მალდინი, ბერალდო, ბერგამასკი, რადიჩე, დანოვა, ლიდჰოლმი, სკიაფინო, გრილიო, კუკიარონი. შეხვედრას ბელგიელი არბიტრი ასტეენი სჯიდა.

1969 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, “მილანმა” მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე, 31 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ამსტერდამის “აიაქსი” 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან სამი გოლი პრატიმ გაიტანა, ერთი - სორმანიმ. ამსტერდამელთა ერთადერთი საპასუხო გოლი პენალტით ვასოვოჩმა გაიტანა.

1975 - მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, პარიზის “პარკ დე პრენსის” სტადიონზე, 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ლიდს იუნაიტედს” 2:0 მოუგო. გოლები როტის და მიულერის ანგარიშზეა.

1980 - “ნოტინგემ ფორესტმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ჰამბურგს” 1:0 მოუგო. გოლი პირველ ტაიმში რობერტსონმა გაიტანა.

1985 - კიევის “დინამომ” საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-2000-ე გოლი გაიტანა.

2005 - პროფესიონალ მოკრივეთა შორის ხულიო სესარ ჩავესმა ორი ორთაბრძოლა ჩაატარა და ორივეში ნოკაუტით იმარჯვა. მან ჯერ 42 წამში ადამ ვინანტი დაამარცხა, იძან რობინსონს კი, მე-10 რაუნდში მოუგო.

2005 - ესპანურ ვალიადოლიდში საქართველოს 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა, რუმინელ თანატოლთა გუნდი დაამარცხა (15:10) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2006 - ფორმულა1-ის მონაკოს გრან-პრი ფერნანდო ალონსომ მოიპოვა. მეორე ადგილზე ხუან პაბლო მონტოია, მესამეზე – დევიდ კულტჰარდი გავიდა. დაჯილდოების ცერემონიალმა შამპანურის გარეშე ჩაიარა – მრბოლელებმა პატივი მიაგეს საბურავების ფირმა “მიშელინის” მფლობელის ედუარდო მიშელინის ხსოვნას, რომელიც 2006 წლის 26 მაისს გარდაიცვალა.

2006 - ველორბოლა “ჯირო დ’იტალიის” გამარჯვებული გერმანელი ღობერტ ფიორსტერი გახდა. ველორბოლის ბოლო ეტაპი ივან ბასომ მოიგო.

2006 - ტამპერეში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა ზვიად ხანჯალიაშვილმა მე-3 ადგილი დაიკავა.

2006 - საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ნული ქულით დაასრულა და ბოლო ადგილი დაიკავა. პირველობა გერმანელებს დარჩათ, რომლებმაც ფავორიტ ფრანგებს გადამწყვეტი შეხვედრა 3:0 მოუგეს.

2007 - მოსკოვის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენელმა მალხაზ ასათიანმა, რუსეთის თასი მოიპოვა. ფინალში “ლოკომოტივმა” “მოსკვა” დაამარცხა.

2007 - საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ასპარეზობა გამარჯვების გარეშე დაასრულა. მე-4 ჯგუფში პორტუგალიელებთან ყაიმისა (0:0) და შოტლანდიელებთან მარცხის (1:2) შემდეგ, ჰაინც ტოპმიოლერის გუნდი თურქეთს დაუზავდა (1:1). ქართველებმა ოთხეულში ბოლო ადგილი დაიკავეს.

2007 - იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ლუკა ტონიმ ფლორენციის “ფიორენტინა” დატოვა.

2011 - ლონდონის “უემბლიზე” ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედს” 3:1 მოუგო და ბოლო 3 წლის განმავლობაში მეორედ მოიპოვა კონტინენტის უპირველესი საკლუბო-საფეხბურთო ტურნირის თასი. სულ “ბარსამ” მეოთხედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება.

2011 - თბილისში მიმდინარე ახალგაზრდა რაგბისტთა მსოფლიოს ალაფას მეორე ტურში საქართველომ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ამჯერად ჩვენმა ნაკრებმა 50:19 ზიმბაბვეს სძლია.

2012 - მორაგბეთა "ბარბაროსებში" მიიწვიეს მამუკა გორგოძე.

ამ დღეს დაიბადნენ

1888 - ჯიმი ტორპი. ამერიკელი ფეხბურთელი, ბეისბოლისტი, მძლეოსანი. მრავალჭიდში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა, მოგვიანებით ოქროს მედალი ბეისბოლის თამაშისთვის აღებული ჰონორარის გამო ჩამოართვეს.

1905 - იშტვან ავარი (შტეფან აუერი). რუმინეთისა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებთა ფორვარდი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე (უნგრეთის ნაკრების შემადგენლობაში). მადიართა ეროვნულ გუნდში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 24 გოლი, ვლახელთა ნაკრებში ითამაშა 2 მატჩი (3 გოლი). რუმინეთის ჩემპიონი და თასის ხუთგზის მფლობელი. უნგრეთის ოთხგზის ჩემპიონი.

1922 - ვისანდი აგუსტინ გაინსა. 1940-50-იან წლებში ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი. ბასკური კლუბის რიგებში გამოსვლისას გატანილი აქვს 119 გოლი (გუნდის რეკორდი). ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის შვიდგზის მფლობელი. ესპანეთის ნაკრების 33 მატჩში გაიტანა 10 გოლი. გასული საუკუნის 60-იან წლებში იყო “ატლეტიკის” მწვრთნელი.

1922 - სტელიან ნილსონი. 1940-50-იან წლებში შვეციის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1950 წლის წლის ჩემპიონატის მესაადგილოსანი. ნაკრების 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “მალმეში”. შვეციის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1938 - ჯერი უესტი. ამერიკელი კალათბურთელი. ამპლუით მსროლელი (188 სმ). ოლიმპიური თამაშებისა (1960) და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (1972). გამოდიოდა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში”. 14-ჯერ ითამაშა ნბა-ს “ოლ სტარის” მატჩებში. 1969 წელს დაასახელეს “ოლ სტარის” საუკეთესო მოთამაშედ. კარიერის განმავლობაში დაგროვილი აქვს 25 192 ქულა, 5 366 მოხსნა და 6 238 შედეგიანი გადაცემა. 1976-79 წლებში წვრთნიდა “ლეიკერსს”.

1946 - ედი ტრეიტელი. როტერდამის “ფეიენოორდის” მეკარე. 1970 წელს დაეუფლა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო, 1974 წელს კი უეფას თასებს. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი.

1954 - ჟოაო კარლოს დე ოლივეირა. ბრაზილიელი მძლეოსანი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიურ თამაშებზე, სამმაგ ხტომაში მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები. 1976 წელს ჩემპიონი ვიქტორ სანეევი გახდა, 1980-ში კი იმ დროს უკვე თბილისელმა მძლეოსანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1960 - ნუგზარ (ნუკრი) კაკილაშვილი. თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი. თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული (1981). საკავშირო თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). 1981 წლის საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

1963 - ზემფირა მეფტახედინოვა. აზერბაიჯანელი სპორტსმენი. ტყვიის სროლაში სიდნეის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968 - ბიძინა მიქიაშვილი. ქართველი ძალოსანი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე (მე-9 ადგილი). გამოდიოდა 83 კგ წონით კატეგორიაში.

1968 - სანდრა ბაჩერი. ქალ ძიუდოისტთა შორის 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების პრიზიორი.

1969 - ნატალია ზასულსკაია. რუსი კალათბურთელი. 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1988 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. ევროპის სამგზის ჩემპიონი.

1972 - დავიდ მუსულბესი. წარმოშობით ქართველი (ჩოხელი) და რუსეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე. მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი.

1974 - ჰანს-იორგ ბუტი. გერმანიის ნაკრების, “ჰამბურგის”, ლევერკუზენის “ბაიერის”, “ბაიერნის” მეკარე. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალისტი, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი “ბაიერის” შემადგენლობაში.

1976 - ალექსეი ნემოვი. სპორტულ ტანვარჯიშში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

0.101221