ჭიდაობა

0:31 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გეგელაშვილმა და ძიმისტარაშვილმა იზმირის ტურნირზე იმარჯვეს

საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებებმა იზმირში დაწყებულ მაჰმუტ ატალაის და იაშარ ერკანის სახელობის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს 6 მედლის მოპოვება შეძლეს.

თავისუფალთა ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებული გიორგი გეგელაშვილი (42) გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახი მეტოქე 3:2 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რამაზ თურმანიძემ (54).

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან კი ტურნირის ჩემპიონი ირაკლი ძიმისტარაშვილი (54) გახდა. მან ფინალში თურქი მეტოქე 6:1 დაამარცხა. ვერცხლის მედალს ლევან გოგუა (69) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი შოთაძემ (54) და ბექა გურულმა (69) მოიპოვეს.

დღეს, 28 მაისს, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის 46-58-76-100 და გოგონათა 40-49-60 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110422