ჩოგბურთი

14:38 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ტურნირები

ქართველი სოფო შაფათავას და არგენტინელი ფლორენსია მოლინეროს წყვილი, რომელსაც იტალიის ქალაქ გრადოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნდა, შეჯიბრს ნახევარფინალში გამოეთიშა.

შაფათავა და მოლინერო ფინალის საგზურისთვის მე-2 რეიტინგით მოთამაშე თურქ ბასაკ ერაიდინს და იტალიელ ალის მატეუჩის გაეჯიბრნენ და 6:2, 0:6, 8:10 წააგეს.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში რუს მარია კონონოვასთან 1:6, 4:6 წააგო 14 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა შანიძემ.

მარცხი შეემთხვა საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი ცივაძესაც. მან და ყაზახმა დენის იევსეევმა უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალურ ეტაპზე წააგეს. ცივაძე და იევსეევი ყაზახ ხასანოვთან და რუს კოზიუკოვთან 6:3, 1:6, 5:10 დამარცხდნენ.

0.11574