თამაშგარე

12:30 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგინა პალმასი “მიწამ ჩაყლაპა”

უმშვენიერეს იტალიელ ტელეწამყვანსა და მსახობს, გიორგინა პალმასს თავს კინაღამ დიდი უბედურება დაატყდა. ტანკენარი გიორგინა მის ახლადშეძენილ ვილაში, რომელიც რეჯიო ემილიის რეგიონში მდებარეობს, მეგობართან ერთად ჩოგბურთის თამაშში იყო გართული, როდესაც არც მეტი არც ნაკლები, მიწა გაიხსნა და თან ჩაიტანა.

როგორც აღმოჩნდა, ვილის წინა მფლობელებმა არ გაითვალსიწინეს ელემენტარული უსაფრთხოების წესები და როდესაც ვილის ეზოში ჩოგბურთის პრივატულ კორტს აშენებდნენ, კორტის საძირკველში ბეტონი ისე ჩაასხეს, რომ შუაში მიწით დაფარული ადგილი დარჩა და აი შედეგიც!

საბედნიეროდ, კოხტა ტელეწამყვანისა და მსახიობის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია, იგი მისმა მსახურებმა და მეგობრებმა მიწიდან ამოაძვრინეს და გადარჩენის სადღეგრძელოც დალიეს. ამის შემდეგ, იმედია გიორგინა ჩოგბურთის თამაშს სამუდამოდ არ შეიძულებს.

0.102087