თამაშგარე

15:40 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალერინა ცნობილი მექალთანის მკლავებში

მაშ თქვენ გეგონათ, კრისტიან ვიერი მობერდა, მოფამფალდა, ყველამ მიივიწყა და ქალებზეც გული აიცრუაო? არაფერიც! ნურას უკაცრავად! “ბობო” ის კაცი არაა, რომელიც ძველებურ ჩვევებსა და მუღამებზე ეგრე ადვილად იტყვის უარს და არც ის ბიჭია, სამუდამოდ მოგვანატროს თავი.

ერთი სიტყვით, ვიერის ახალი გულისსწორი ჰყავს. ამჟამად ვიერის სარეცელის სილბო და სისათუთე, იტალიაში ცნობილმა ბალერინამ, ფედერიკა რიდოლფიმ შეიგრძნო და როგორც აპენინის ნახევარკუნძულზე მოსუნსულე ბულვარული მედია გვამცნობს, ფრიადაც კმაყოფილი დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137182