ძიუდო

20:43 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სემინარები ძიუდოს მწვრთნელებისთვის

მწვრთნელთა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში მწვრთნელთა გადამზადება დაიწყო.

პირველ ეტაპზე სემინარები უტარდება იმ 33 მწვრთნელს, რომლებიც ბავშვებს თბილისში ავარჯიშებენ. შემდეგში დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონის მწვრთნელების გადამზადება.

მეცადინეობა ტარდება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ შექმნილი „ძიუდოს გაერთიანებული მეთოდოლოგიური და თეორიული სახელმძღვანელოს" მიხედვით, რომლის ავტორები არიან დავით ქევხიშვილი და კატალინ გუიკა.

სემინარებს თავად წიგნის ავტორები უძღვებიან. სწავლება მოიცავს სამ დონეს. პირველი დონის სემინარების ხანგრძლივობა 50 საათია, რომელშიც შედის საგამოცდო ნაწილიც. პროექტს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით და დაფინანსებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113362