ფეხბურთი

10:32 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: სეზონის პირველი ფინალი - ნატახტარი თუ საქართველოს ფოსტა?!

22 და 23 მაისს ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს. უქმეების მთავარი ინტრიგა წლევანდელი 2015/16 წ.წ სეზონის პირველი ტიტულის მფლობელის ვინაობის გარკვევაა - კორპორატიულ ლიგის თასისთვის ნატახტარი და საქართველოს ფოსტა იბრძოლებენ. მანამდე კი სხვადასხვა ლიგის შეხვედრები გაიმართება.

კვირის სათამაშო დღე ბავშვთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრით აიღებს სტარტს. ბაქსვუდი გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. ტურის მეორე დაპირისპირება კი ქუთაისის „მართვესა“ და 51-ე სკოლის გუნდებს შორის შედგება.

22.05.2016. ბავშვთა ლიგა. IV ტური

11:00 ბაქსვუდი – UG

14:00 მართვე (ქუთ) – 51-ე სკოლა

ორი შეხვედრა გაიმართება ბრინჯაოს ლიგაში. მეხუტე ტურს ლიბერთი ბანკისა და აჭარა ჯგუფის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს. ხოლო ევროპაბეთი და ეროვნული ბანკი, მეექვსე ტურის პირველ შეხვედრას გამართავენ.

22.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

12:00 ლიბერთი ბანკი -აჭარა ჯგუფი

22.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

15:00 ეროვნული ბანკი - ევროპაბეთი

კალენდარული ტურის შეხვედრებია დაგეგმილი სუპერლიგა C-ში. გრანდ გრუპი ჯვარსონებს ეთამაშება, ხოლო სამტრედია სისი ლოუნის გუნდს დაუპირისპირდება.

22.05.2016. სუპერლიგა C. VI ტური

13:00 გრანდ გრუპი– სკ ჯვაროსნები

22.05.2016. სუპერლიგა C. VII ტური

16:00 სამტრედია – CC LOAN

კვირასვე გაირკვევა სუპერლიგა B-ს ორი ნახევარფინალიტის ვინაობაც. გადამწყვეტ მესამე შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი - უნიკრედიტი და ვივუსი - გენერალი გამართავენ.

22.05.2016. სუპერლიგაB. 1/4 ფინალი (III)

18:00 CFCP – UNICREDIT.GE

17:00 VIVUS.GE – გენერალი (კასპი)

22 მაისის სათამაშო დღეს, სეზონის პირველი ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. კორპორატიული ლიგის ფინალში მოქმედი თასის მფლობელი ნატახტარი საქართველოს ფოსტას დაუპირისპირდება. ეს გუნდები არსებობის ისტორიაში მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა ამავე სეზონში, ოქროს ლიგის წრიულ ეტაპზე გაიმართა და უაღრესად დაძაბული დაპირისპირება ნატახტარის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ფინალური შეხვედრა კვირასს, 19:00 სთ-ზე დაიწყება.

22.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. ფინალი

19:00 ნატახტარი - საქართველოს ფოსტა

ორშაბათს კიდევ რამოდენიმე შეხვედრა გაიმართება. ბავშვთა ლიგის მეხუთე ტურში ბაქსვუი 51-ე სკოლას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთასის „მართვე“ საქართველოს უნივერსიტეტთან პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.

23.05.2016. ბავშვთა ლიგა. V ROUND

14:00 ბაქსვუდი - 51-ე სკოლა

15:00 მართვე (ქუთ) – UG

სათამაშო კვირას, სუპერლიგა C და ბრინჯაოს ლიგის დაპირისპირებები დაასრულებს. მიმდინარე გათამაშებსი ვადამდელი გამარჯვებული, ტელეკომპანია იმედის გუნდი მცხეთის „გრანდ გრუპს“ ეთამაშება, ხოლო ბრინჯაოს ლიგაში ბი პი ჯორჯია აჭარა ჯგუფს დაუპირისპირდება.

23.05.2016 სუპერლიგა C. VIIტური

21:00 იმედი ტვ - გრანდ გრუპი

23.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. VI ტური

22:00 ბი პი ჯორჯია - აჭარა ჯგუფი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი „ესტრელია“

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119106