ფეხბურთი

19:18 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეორე წრე: სამტრედიელთა აღმასვლა, მარტვილელთა ათამაშება

უმაღლესი ლიგის მხოლოდ მეორე წრე რომ შევაჯამოთ, ზოგიერთმა გუნდმა აშკარად სუსტად ჩაატარა, ზოგიერთმა კი – პირიქით, პირველი წრის ჩაგდების შემდეგ მოუმატა. თბილისის “დინამო” მთლიანობაში დამაჯერებლად გახდა ჩემპიონი და არავინ დაუეჭვებია პირველობაში, აი, მეორე წრეს კი “სამტრედია” უკეთ ატარებს და ახალი წლისთვის თუ მეხუთე პოზიციაზე იყო, ახლა მეორე ადგილი განაღდებული აქვს.

2 ფრე და 1 მარცხი – აი, დანარჩენი ყველა მატჩი კი მოიგო გია ცეცაძის გუნდმა, ამასთან 33 გოლი გაიტანა და მხოლოდ 11 გაუშვა. დინამოელებმა წელს გამართული 14 შეხვედრიდან 11 მოიგეს და 3 წააგეს, 30 გოლი გაიტანეს და 16 გაუშვეს. ანუ, არც მეორე წრეში აქვთ ცუდი შედეგი, თუმცა გია გეგუჩაძის ხელში უფრო მეტი ქულა აიღეს.

კარგად ჩაატარეს მეორე წრე “ჩიხურამ” და “ტორპედომ”. მაგალითად, ქუთათურებმა ბოლო 4 მატჩი მოიგეს.

აუტსაიდერთა ზონიდან წლეულს ყველაზე მეტი ქულა მარტვილის ”მერანმა” დააგროვა. ახალ წელიწადს მხოლოდ 4 ქულით შეხვდა, მაგრამ ახლა 22 აქვს და შესაძლოა, უმაღლესში ადგილიც შეინარჩუნოს. ვნახოთ, ბოლო ტური გადაწყვეტს.

ყველაზე სუსტად, მეორე წრეში ფოთის ”კოლხეთი” (9 ქულა) და თბილისის “ლოკომოტივი” (10 ქულა) არიან. ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებმა წლეულს ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ მოიგეს და ისიც სწორედ ხსენებულ “კოლხეთთან”. “ლოკომოტივმა” მეორე წრეში მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, ეგაა, ბევრსაც არ უშვებს (14).

ბომბარდირებს რაც შეეხება, პირველი წრის შემდეგ ნიკა კაჭარავა (“ცხინვალი”) ლიდერობდა 13 გოლით, მაგრამ “როსტოვში” გადავიდა და ბუნებრივია, გადაასწრებდნენ. დინამოელ გიორგი ქვილითაიას 24 ბურთი აქვს გატანილი - პირველ-მეორე წრეში თანაბრად, ანუ 12-12.

მეორე წრეში დაგროვილი ქულების მიხედვით:

სამტრედია – 35 ქულა

დინამო (თბ) – 33

ჩიხურა – 28

ტორპედო - 25

დილა – 24

საბურთალო - 19

სიონი – 18

მერანი - 18

დინამო (ბთ) – 17

ზუგდიდი - 15

შუქურა – 14

გურია – 14

საპოვნელა - 13

ლოკომოტივი - 10

კოლხეთი – 9

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114051