ფეხბურთი

2:57 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" სკუდეტო ჩაიბარა, აბიატი გააცილეს, ელ შაარავი დააფასეს, იგუაინმა რეკორდი მოხსნა

გასულ ზაფხულს “იუვეს” შეფებმა პაულო დიბალა რომ იყიდეს, იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ ტრანსფერი გაამართლებდა, მაგრამ პირველი სეზონში თუ არგენტინელი ასე იბურთავებდა, მაინც ძნელად სავარაუდო იყო. მოკლედ, დიბალას სახით “ბებერი ქალბატონის” კუმირებს ახალი კერპი ჰყავთ. ახალგაზრდა სამხრეთამერიკელმა მორიგი ფეერიული თამაში გენუის “სამპდორიასთან” ჩაატარა და დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი პაულოს მეორე გოლი გამოუვიდა. მის გარდა, გოლები მხოლოდ მცველებს გაჰქონდათ – პატრის ევრამ, ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ. მატჩის შემდეგ “იუვენტუს სთედიუმზე” დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა და “იუვემ” 32-ე სკუდეტო ჩაიბარა.

მეორე ადგილზე “ნაპოლი” გავიდა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა შინ გავარდნილ “ფროზინონეს” ადვილად 4:0 მოუგო. ბრწყინვალე იყო გონსალო იგუაინი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამის წყალობით კი გონსალომ გუნარ ნორდალის ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა.

დიდი ფეხბურთიდან წავიდა კრისტიან აბიატი – კრისტიან ბროკიმ იგი “რომასთან” არ ათამაშა, “როსონერი” კი უშანსოდ, 1:3 დამარცხდა. სამიდან ერთი გოლი სტეფან ელ შაარავიმ გაიტანა და არ აღუნიშნვას. “მილანის” ტიფოზერია თავიანთ ყოფილ მოთამაშეს ძალზე თბილად დახვდნენ. “რომამ” მესამე პოზიციაზე ირგუნა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.

ევროპა ლიგასთან ახლოსაა “სასუოლო”, რომელმაც “ინტერს” მარტივად აჯობა. თუმცა, ახლა ყველაფერი იტალიის თასის ფინალზეა დამოკიდებული – თუ თასს “იუვენტუსი” მოიგებს, ევროპა ლიგაზე “სასუოლო” გავა, ხოლო თუ “მილანი”, მაშინ ევროტრნირების საგზურს “როსონერი” ირგუნებს.

“იუვენტუსი” – “სამპდორია” 5:0 (3:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, პერეირა (სტურარო 66), ერნანესი, პოგბა, ევრა; მანჯუკიჩი (ძაძა 75), დიბალა (მორატა 67)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სამპდორია” (3-5-1-1): ბრინიოლი; დიაკიტე, სილვესტრე, სკრინიარი; სალა (რანოკია 55), ბარეტო, კორეა (სორიანო 76), კრისტიჩიჩი, დოდო; ალვარესი; კვალიარელა (პონსე86)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ევრა (5), 2:0 დიბალა (15, პენ), 3:0 დიბალა (37), 4:0 კიელინი (77), 5:0 ბონუჩი (85)

გაფრთხილება: კიელინი (21), ერნანესი (35), სტურარო (72) – სალა (37)

გაძევება: სკრინიარი (14)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (14) – 5 (2) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“მილანი” – “რომა” 1:3 (0:1)(მიმოხილვა)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 41 571

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; დე შილიო, ალექსი (კალაბრია 66), მექსე, რომანიოლი; კუცკა, ლოკატელი, ბერტოლაჩი (ბონავენტურა 57); ჰონდა, ბაკა, ბალოტელი (ლუის ადრიანო 46)

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; სტროტმანი (ტოტი 63), დე როსი, პიანიჩი; სალაჰი (ჯეკო 85), ნაინგოლანი, ელ შაარავი (ემერსონი 78)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 სალაჰი (19), 0:2 ელ შაარავი (59), 0:3 ემერსონი (82), 1:3 ბაკა (87)

გაფრთხილება: ლოკატელი (21), მექსე (54), ლუის ადრიანო (56), დონარუმა (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 13 (9) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ნაპოლი” – “ფროზინონე” 4:0 (1:0) (მიმოხილვა)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 39 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ჩირიკეში, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 64), იგუაინი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ფროზინონე” (4-3-3): ძაპინო; რუსო, მ. ჩიოფანი, ბლანჩარდი, კრიველო; ფრარა (სოდიმო 77), კრაგლი (კარლინი 68), გორი; დ. ჩიოფანი, დიონისი (გუჩერი 68), სამარკო

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

გოლები: 1:0 ჰამშიკი (44), 2:0 იგუაინი (52), 3:0 იგუაინი (62), 4:0 იგუაინი (71)

გაფრთხილება: ჟორჟინიო (34) – კრიველო (14)

გაძევება: გორი (13)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (14) – 5 (3) ბურთის ფლობა: 75%-35% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 16:0

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“სასუოლო” – “ინტერი” 3:1 (3:1) (მიმოხილვა)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 11 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო; პელეგრინი (მისიროლი 74), მანიანელი, დანკანი; პოლიტანო (ბიონდინი 80), დეფრელი (ფალჩინელი 51), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ინტერი” (4-3-3): კარიცო (რადუ 72); დამბროზიო, მურილო, ჟუან ჟესუსი, ტელეში; ბროზოვიჩი, ფელიპე მელო, კონდოგბია (ნაგატომო 70); იოვეტიჩი, ედერი, პალასიო (ჯიოვანა 81)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 პოლიტანო (6), 2:0 პელეგრინი (26), 2:1 პალასიო (32), 3:1 პოლიტანო (39)

გაფრთხილება: მანიანელი (31), დანკანი (67), კანავარო (85) – ტელეში (22), ბროზოვიჩი (55), მურილო (60, 60), ჟუან ჟესუსი (67)

გაძევება: მურილო (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 3:7

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

თეგებისერია A
0.136383