უკრაინაში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა 4:0 მოუგო მოლდოვას. გოლები ბექა დარცმელიამ, თემურ გაბუნიამ, თამაზ ბაბუნაძემ და ზურაბ დავითაშვილმა გაიტანეს. ეს ჯგუფის ბოლო მატჩი იყო და შეგახსენებთ წინა შედეგებსაც: ჩვენებმა ჩეხეთთან 0:0 ითამაშეს, ხოლო ლატვიას 1:0 სძლიეს.
საღამოს ჯგუფის ბოლო მატჩია დარჩენილი: ჩეხეთი-ლატვია. იმისთვის, რათა ქართველებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ, ჩეხებმა სამი ბურთით ან მეტით არ უნდა მოიგონ.
მეორე ჯგუფში პირველზე ისრაელი გავიდა 6 ქულით, მეორეზე სერბეთი ასევე 6 ქულით, მესამეზე უკრაინა (4 ქულა) და ბოლოზე – ბულგარეთი (1).
ტურნირის რეგლამენტით, ნახევარფინალები არ იქნება და ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეადგილოსნები კი მესამე პოზიციისთვის იბრძოლებენ. ეს მატჩები ხვალ გაიმართება.
| საქართველო | 3 | 2 | 1 | 0 | 5:0 | 7 |
| ჩეხეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:2 | 4 |
| ლატვია | 2 | 1 | 0 | 1 | 4:3 | 3 |
| მოლდოვა | 3 | 0 | 0 | 3 | 4:12 | 0 |









