ფეხბურთი

14:41 | 13.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2015/16: საპლეიოფო ციებ-ცხელება გრძელდება

13, 15 და 16 მაისს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართება.

პარასკევს, ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის ერთი დაპირისპირება გაიმართება, ეროვნული ბანკი ბი პი ჯორჯიას ეთამაშება.

13.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

20:00 ეროვნული ბანკი – ბიპი ჯორჯია

დღესვე გაიერკვევა კორპორატული ლიგის თასის ორივე ფინალისტის ვინაობაც - ფინალში გასასვლელად ერთმანეთს ვითიბი ბანკი -საქართველოს ფოსტა და ნატახტარი-პატრული დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალები შესაბამისად 21:00 და 22:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

13.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/2 ფინალი

21:00 ვითიბი ბანკი - საქართველოს ფოსტა

22:00 ნატახტარი - პატრული

კვირა დღე კი ტრადიციულად საპლეიოფო „გარჩევებს“ დაეთმობათ. დარჩენილი სამი ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ვერცხლის ლიგაში, სადაც 1/4 ფინალური ეტაპის გადამწყვეტი, მესამე შეხვედრები უნდა გაიმართოს. ალიანს საქართველო საქრუსენერგოს დაუპირისპირდება, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი ბანკ რესპუბლიკასთან გაარკვევს მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას, ხოლო კიდევ ერთი ნახევარფინალისტის საგზურისთვის თეთრი ქუდი და თბილისის მერია იბრძოლებენ. რაც შეეხება მეოთხე გუნდს, ნახევარფინალში თამაში ვითიბი ბანკმა ორიდან ორი მოგებით გაინაღდა.

15.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (III)

11:00 ალიანს საქართველო – საქრუსენერგო

12:00 ტატიშვილი – ბანკი რესპუბლიკა

13:00 თეთრი ქუდი – თბილისის მერია

კვირას გაიმართება 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები სუპერლიგაში.

საკმაოდ დაძაბული პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ნატახტარის გამარჯვებით 5-4 დასრულდა, ვეტერანების მთავარი მიზანი სერიაში ანგარიშის გათანაბრებაა. პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (6-1) შსს ნაადრევად შეეცდება ევექსი-ჯვაროსნების ასპარეზობიდან გამოთიშვას. დიდი უპირატესობით იმარჯვა პირველ შეხვედრაში მფკ ტატიშვილმაც, რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდია. მოქმედი ჩემპიონი პსპ კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ მინიმალური სხვაობით აჯობეს მეტოქეს (2-1).

15.05.2016. სუპერლიგა A. 1/4 ფინალი (II)

15:00 მფკ ნატახტარი – ვეტერანები (5-4)

16:00 ევექსი-ჯვაროსნები - შსს (1-6)

17:00 მფკ ტატიშვილი - FC TTC (5-1)

19:00 FC PSP - სდსს (2-1)

არანაკლებ საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი სუპერლიგა B-ში.

პირველ შეხვედრაში სენსაციური მარცხის შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი, უნიკრედიტთან მეორე შეხვედრაში ეცდება ფავორიტის სტატუსის დამტკიცებას. პირველ „იმერულ დერბიში“ დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა“ ზესტაფონელ „კოლეგებთან“ მეორე დაპირისპირებაშივე ეცდება მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას. პლეიოფის ცენრალური შეხვედრა კი ვივუსსა და კასპის „გენერალს“ შორის გაიმართება. პირველ, საკმაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში წარმატებას კასპელებმა მიაღწიეს (3-2). ევროკრედიტი კი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა „სტუდენტებს“ 0-3 აქვთ წაგებული.

15.05.2016. სუპერლიგა B. 1/4 ფინალი (II)

10:00 CFCP – UNICREDIT.GE (2-2 pen. 1-3)

18:00 ფერო (ზეს) - GM ჭიათურა (1-5)

20:00 VIVUS.GE - გენერალი (კასპი) (2-3)

21:00 UG – ევროკრედიტი (0-3)

კვირასვე სუპერლიგა C-ს და ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის თით-თითო შეხვედრაც გაიმართება.

სამტრედია ჯიპიაი ჰოლდინგთან ითამაშებს, ხოლო ავერსი შემოსავლების სამსახურის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

15.05.2016. სუპერლიგა C. V ტური

14:00 სამტრედია - ჯიპიაი ჰოლდინგი

15.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

22:00 ავერსი - შემოსავლების სამსახური

რაც შეეხება ორშაბათს გასამართ დაპირისპირებებს, ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ოქროს ლიგაში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საქართველოს ფოსტა მესამე გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ.

ბრინჯაოს ლიგაში კი მეხუთე ტურის და ზოგადად გათამაშების ცენტრალური დაპირისპირება შედგება - ევროპაბეთი თიბისი ბანკის წინააღმდეგ.

16.05.2016. ოქროს ლიგა.1/4 ფინალი (III)

21:00 TTC – საქართველოს ფოსტა

16.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური

22:00 ევროპაბეთი - თიბისი ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, “foodpanda”, “წყალი მარგებელი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“ .

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.179732