ფეხბურთი

1:29 | 12.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდი” პრემიერლიგაში დარჩა, “ნორვიჩი” და “ნიუკასლი” ჩემპიონშიფში გავარდნენ

პრემიერლიგის 35-ე ტურის გამოტოვებულმა მატჩებმა იმ კლუბების ვინაობა გამოავლინა, რომლებიც მომავალ სეზონში ჩემპიონშიფში ითამაშებენ.

“სანდერლენდმა” საკუთარ მოედანზე ვან აანჰოლტის გოლით და ლამინე კონეს დუბლით “ევერტონი” გაანადგურა და პრემიერლიგაში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა.

შესაბამისად, ჩემპიონშიფში გავარდნენ “ნიუკასლი” და “ნორვიჩი”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “უოტფორდი” დაამარცხა, მაგრამ ეს 3 ქულა არაფრის მომცემი აღმოჩნდა.

დღის მესამე მატჩში “ლივერპულმა” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მარცხს მხოლოდ 92-ე წუთზე გადაურჩა.

სტუმრებმა ტაიმი ედენ აზარის შესანიშნავი გოლით მოიგეს. ბელგიელი მოთამაშე ბოლო ტურებში მშვენივრად გამოიყურება და 4 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა, თუმცა მისი ძველებურად ათამაშება მიმდინარე სეზონში ძალიან გვიანი და არაფრის მომცემია “ჩელსისთვის”.

“ლივერპულის” გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების, ოჯოსა და ბენტეკეს დამსახურებაა, თუმცა მათზე არანაკლები წვლილი სტუმართა კიპერს ასმირ ბეგოვიჩს მიუძღვის, რომელიც გამოსვლაზე უხეშად შეცდა და კრისტიან ბენტეკეს თავზე დაასვა ბურთი, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია – 1:1.

ნორვიჩი – უოტფორდი 4:2 (3:1)

ნორვიჩი, “ვიკარეიჯ როუდი”

ნორვიჩი (4-2-3-1): რადი, ბენეტი, მარტინი, პინტო, ოლსონი, დორანსი, ო’ნილი, ჰულაჰანი (ბრედი 72), რედმონდი (იარვისი 80), ნეისმიტი (ოჯიჯა-ოფოე 81), მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

უოტფორდი (4-4-2): გომეში, კეტკარტი, ბრიტოსი, ანია, ნიომი (აკე 46), უოტსონი (გედიურა 72), ხურადო (ბერგუისი 54), მ.სუარესი, აბდი, იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გოლები: 0:1 დინი (11), 1:1 რედმონდი (15), 2:1;4:2 მბოკანი (18;57), 3:1 კეტკარტი (37 ს.კ.), 3:2 იგალო (51)
გაფრთხილებები: ბენეტი, ოჯიჯა-ოფოე - აბდი, უოტსოი, აკე
მსაჯი: როჯერ ისტი

სანდერლენდი – ევერტონი 3:0 (2:0)

სანდერლენდი, ”ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, კონე, ქაბული, იედლინი, ვან აანჰოლტი, კირხოფი (ლარსონი 70), კატერმოლი (ოში 79), ბორინი, მ’ვილა, ხაზრი (უოტმორი 86), დეფო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, მორი, სტოუნზი, პენინგტორი, ბეინსი, ბერი, მაკკარტი, ბარკლი (ლენონი 46), კლევერლი (ოსმანი 85), მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 1:0 ვან აანჰოლტი (38), 2:0;3:0 კონე (42;55)
გაფრთხილებები: კატერმოლი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

ლივერპული – ჩელსი 1:1 (0:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-4-1-1): მინოლე, ლოვრენი, ტურე (ოჯო 88), კლაინი, მორენო, ჩანი, მილნერი (ალენი 75), ლალანა (ბენტეკე 76), კოუტინიო, ფირმინო, სტარიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, აზპილიკუეტა, მიკელი, კეჰილი, ბაბა, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, პედრო (ლოფტუს-ჩიკი 93), ვილიანი (კენედი 57), ბ.ტრაორე (აბრაჰამი 74).
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

გოლი: 0:1 აზარი (32), 1:1 ბენტეკე (92)
გაფრთხილებები: ჩანი, ტურე, მილნერი - აზპილიკუეტა
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155509