ფეხბურთი

15:20 | 11.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყენია: “ვაისი მეტოქის კარზე სწრაფ შეტევაზე აკეთებს აქცენტს”

ლევან ყენიას ჩეხეთის მიმდინარე ჩემპიონატში რეგულარულად თამაში არ უწევს, “სლავიაში” ხან სასტარტოშია, ხან კი შეცვლაზე შედის. თუმცა ყენია თითქმის ყველა შემთხვევაში თამაშს ამწვავებს, ჩეხეთში დაფასებული ფეხბურთელია და კარგი პრესა აქვს.

სავარაუდოდ, ლევანი მაისის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. ნაკრებს ხომ სამი ამხანაგური მატჩი ელის. აქვე, Worldsport.ge-ს ინტერვიუ ყენიასთან:

- ბოლო პერიოდში “სლავიაში” შენს თამაშზე რას იტყოდი, როგორ შეაფასებდი?

- სეზონმა თითქმის ჩაიარა, ორი მატჩი დაგვრჩა და ვეცდებით, რომ ევროთასებზე გავიდეთ. მეხუთე ადგილზე ვართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.

- მწვრთნელი დუშან უჰრინი რამდენად კმაყოფილია შენით?

- მწვრთნელი კმაყოფილია. გუნდში კონკურენციაა და ყველაფერი კარგად მიდის.

- ხომ არაა მოსალოდნელი რომ კლუბი შეიცვალო?

- ჯერჯერობით, არ ვიცი, თუ რა იქნება მომდევნო სეზონში. ვნახოთ.

- ფორმაში რამდენად ხარ – როგორც ფიზიკურად, ასევე სხვა კომპონენტების მხრივ?

- კარგ ფორმაში ვარ და რაც მთავარია, ჯანმრთელად. ყველაფერი ნორმალურად მიდის. სტაბილურად 90 წუთი თამაშიც შემიძლია.

- საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა რა სიახლეები შემოიტანა და რას ელი პირადად შენ?

- პირადად მე ველოდები, რომ შანსი მომეცემა და შევეცდები, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შანსი.

- რა არის ყველაზე მკაფიო განსხვავება კახა ცხადაძისა და ვაისის შეხედულებებს შორის?

- ჯერ მაინც ახალი დანიშნულია ვაისი და რთულია თქმა, მაგრამ ტაქტიკაში განსხვავება არის. ცხადაძე უფრო ბურთის კონტროლს და ფლანგების შეცვლას ითხოვდა, ვაისი კი მეტოქის კარზე სწრაფ შეტევაზე აკეთებს აქცენტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114693