ფეხბურთი

19:49 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნის” 25-ე “ვერცხლის სინი”

მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგის 2015-2016 წლების სეზონის გამარჯვებულია. “რეკორდმაისტერმა” “ვერცხლის სინი” “დარმშტადტის” ძლევის შედეგად გაინაღდა. ეს რიგით, 25-ე საჩემპიონო ტიტულია.

პეპ გვარდიოლას გუნდმა დებიუტანტ “დარმშტადტს” რობერტ ლევანდოსვკის დუბლით მოუგო. პოლონელმა პირველ თხუთმეტ წუთში შეაგდო და თავის გუნდს ტიტული გაუნაღდა. ისე, “ბაიერნს” რომც ვერ მოეგო, მაინც იჩემპიონებდა, რადგან კონკურენტმა “დორტმუნდმა” ფრანკფურტში წააგო. ნიკო კოვაჩის გუნდმა კი თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო – “აინტრახტი” თითქმის გადარჩენილია.

“შტუტგარტმა” კი შინ “მაინცს” პირველმა გაუტანა, მაგრამ მერე სამი გოლი გაუშვა და შეიძლება ითქვას, ცალი ფეხით II ბუნდესლიგაშია.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ზონას, “გლადბახი” ზედიზედ მეორედ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირთან ახლოსაა. ანდრე შუბერტის გუნდმა შინ ლევერკუზენის “ბაიერი” დაამარცხა – 2:1. იმის ფონზე, რომ კონკურენტებმა “შალკემ” და “ჰერტამ” ვერ იმარჯვეს. ახლა “ბორუსია” “მაინცს”, “შალკესა” და “აინტრახტს” 3 ქულით უსწრებს და ძნელი წარმოსადგენია, მეოთხე ადგილი დაკარგოს. არადა, “შალკე” საკუთარ მოედანზე “აუგსბურგთან” 82-ე წუთზე დაწინაურდა და თითქოს უნდა მოეგო, მაგრამ დარჩენილ 8 წუთში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – თავის ძველმა სენმა იჩინა, არასტაბილურობამ.

“კიოლნი” – “ვერდერი” 0:0 (0:0)

“გლადბახი” – “ლევერკუზენი” 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 არანგიზი (20), 1:1 ჰანი (43), 2:1 ჰანი (79)

“აინტრახტი” – “დორტმუნდი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 აიგნერი (14)

“ჰამბურგი” – “ვოლფსბურგი” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლუის გუსტავო (73)

“ჰანოვერი” – “ჰოფენჰაიმი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კიოტაკე (28)

“ჰერტა” – “დარმშტადტი” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 დარიდა (15), 1:1 გონდორფი (24), 1:2 ვაგნერი (82)

“ინგოლშტადტი” – “ბაიერნი” 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (15), 0:2 ლევანდოვსკი (32), 1:2 ჰარტმანი (42)

“შალკე” – “აუგსბურგი” 1:1 (0:0)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (82), 1:1 ბაიერი (89)

“შტუტგარტი” – “მაინცი” 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 გენტნერი (6), 1:1 მალი (37), 1:2 კორდობა (53), 1:3 ონისივკო (77)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143013