რაგბი

0:57 | 6.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10-ის დიდი ფინალი

დიდი 10-ის 2015-2016 წლის სეზონი ფინიშს უახლოვდება. საქართველოს ჩემპიონის გამოვლენამდე სულ 2 მატჩი – მცირე და დიდი ფინალიღა დარჩა.

სეზონის დამაგვირგვინებელი რკენა – დიდი ფინალი, 15 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება. 2014 და 2015 წლის მსგავსად, ზედიზედ მესამედ, საქართველოს ჩემპიონი მიხეილ მესხის სტადიონზე გამოვლინდება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

ფინალურ რკენაზე დასწრება თავისუფალია (უფასო). სტადიონზე შესვლა მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. “ნატახტარიც” ლუდის გაყიდვას ამ დროიდან დაიწყებს.

საქართველოს ჩემპიონი “ლელო სარასენსი” პირდაპირ დიდ ფინალში გავიდა, რადგან “ლოკომოტივს” პლეი-ოფში 14:3 სძლია. “ლელოს” მეტოქე დიდ ფინალამდე ერთი კვირით ადრე, 7 მაისს ავჭალის სტადიონზე გაირკვევა. ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “ჯიქი” ერკინებიან. მოგებული ფინალში გავა, ხოლო წაგებული სეზონის ვერცხლის პრიზიორის ტიტულს ირგუნებს. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება – დასწრება თავისუფალია.

www.rugby.ge

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063496