ფეხბურთი

1:12 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი მეორე ახალგაზრდობას განიცდის

იტალიის სერია A-ში 36-ე ტურის დასკვნით ორ მატჩში მოლოდინისამებრ ფავორიტებმა გაიმარჯვეს და მეორე-მესამე ადგილოსნებს შორის ორქულიანი სხვაობა შენარჩუნებულია. “რომამ” გასვლაზე “ჯენოას” მოუგო, ხოლო “ნაპოლიმ” შინ “ატალანტას” სძლია.

ფრანჩესკო ტოტი ლუჩანო სპალეტიმ ისევ თადარიგში დატოვა, მაგრამ როდესაც კაპიტნის დახმარება დასჭირდა, მოედანზე შეიყვანა და სწორედ 39 წლის ლეგენდამ თქვა გადამწყვეტი სიტყვა – 77-ე წუთზე “ჯალოროსი” მეტოქესთან 1:2 აგებდა, როცა ჯარიმა დაინიშნა და იგი ტოტიმ უზადოდ, ჩვეულ სტილში შეასრულა და რომაელ ტიფოზებს მორიგი სიხარული აჩუქა. ახლა ჩესკოს იტალიის მთავარ ლიგაში 248 გოლი აქვს გატანილი (!) – ფენომენალური შედეგია და რაღა თქმა უნდა, ტოტიც ფენომენია. “რომამ” კი ამ გოლიდან 10 წუთში კიდევ გაიტანა, ჯეკოს პასი სტეფან ელ შაარავიმ შეირგო და თავისიანებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. მთლიანობაში “რომა” უპირატესობას ფლობდა და არათუ მარცხს, ფრესაც არ იმსახურებდა. შესაბამისად, შინ 3 ქულა დამსახურებულად წაიღო.

“რომას” გამარჯვებას გამარჯვებითვე უპასუხა “ნაპოლიმ” – მაურიციო სარის გუნდმა ბერგამოს “ატალანტას” აჯობა – 2:1. მორიგი გოლებით გამოირჩა გონსალო იგუაინი, რომელმაც დისკვალიიფიკაციის მოხდის შემდეგ პირველი გოლები გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პოზიციები, რომელიც ურყევი ჰქონდა, კიდევ უფრო გაიმყარა. მართალია, მატჩის მიწურულს მასპინძლები ცოტათი ანერვიულდნენ, რადგან “ატალანატამ” ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ გამარჯვებამდე საქმე სარის გუნდმა მაინც მიიყვანა და “რომას” ისევ 2 ქულით უსწრებს.

“ჯენოა” – “რომა” 2:3 (1:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 22 000

“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ფიამოცი (დიეგო კაპელი 71), დზემაილი, ტაკჩიდისი (მარკეზე 61), რინკონი, ლაქსალტი; სუსო (პანდევი 82), პავოლეტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი (ჯეკო 66), მანოლასი, რუდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, სტროტმანი, დე როსი; სალაჰი (ძუკანოვიჩი 88), პეროტი (ტოტი 59), ელ შაარავი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 სალაჰი (6), 1:1 ტაკჩიდისი (13), 2:1 პავოლეტი (65), 2:2 ტოტი (77), 2:3 ელ შაარავი (87)

გაფრთხილება: რინკონი (72), ლაქსალტი (79), მარკეზე (90) – ტოტი (72), დე როსი (83), სტროტმანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 18 (9) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

“ნაპოლი” – “ატალანტა” 2:1 (1:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 39 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (ელ კადური 80), იგუაინი (გაბიადინი 84), ინსინიე (მერტენსი 64)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, ჯიმშიტი, დრამე; დე რუნი (კონტი 83), ჩიგარინი; დალესანდრო (მონაკელო 71), კურტიჩი, დიამანტი (ფრეულერი 46); ბორიელო

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლები: 1:0 იგუაინი (10), 2:0 იგუაინი (77), 2:1 ალბიოლი (85, ა.გ)

გაფრთხილება: მაზიელო (62), ჯიმშიტი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (11) – 3 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117025