ფეხბურთი

0:18 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერმა" "შტუტგარტი" II ბუნდესლიგას დაუახლოვა

გერმანიის ბუნდესლიგის XXXII ტური მეტად პრინციპული და საინტერესო მატჩით დასრულდა. ბრემენში, “ვერდერი” “შტუტგარტს” მასპინძლობდა და ვინაიდან, ორივე გუნდი გავარნდის რეალური კანდიდატია, შეიძლება ითქვას, თამაში ექვსქულიანიც გახლდათ.

თამაში, რომელიც მასპინძლებმა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს და გერმანიის 2007 წლის ჩემპიონისგან არაფერი დატოვეს. 6:2 – ანგარიში თავად ასახავს ყველაფერ იმაზე, რაც “ვეზერშტადიონზე” ხდებოდა. სტუმრებმა “მუსიკოსებს” წინააღმდეგობა მხოლოდ 64-ე წუთამდე გაუწიეს, მერე კი სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს.

“შტუტგარტი” უკვე გასავარდნ ზონაშია და დარჩენილ ორ ტურში წარმატებით თუ არ ითამაშა, გაისად უსათუოდ II ბუნდესლიგაში მოუწევს თამაში. სხვათა შორის, “შვაბებს” უკვე 7 ტურია მოგების გემო არ გაუსინჯავთ.

სამაგიეროდ, საშიში ზონა როგორც იქნა დატოვა “ვერდერმა”. ვიქტორ სკრიპნიკის გუნდმა ამ მოგებით იმდენი ჰქნა, არათუ გასავარდნი, არამედ, საპლეი-აუთო პოზიციაც კი არ იკადრა და ახლა სამშვიდობოსაა, თუმცა, წინ კიდევ ორი ტურია დარჩენილი და არავინ იცის, რომლის სახელოვანი გერმანული გუნდი დატოვებს ბუნდესლიგას: “ვერდერი”, “შტუტგარტი” თუ “აინტრახტი”...

“ვერდერი” – “შტუტგარტი” 6:2 (3:1)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 41 000

“ვერდერი” (4-2-3-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; ფრიტცი, გრილიტში; იატაბარე (ოზტუნალი 36), იუნუზოვიჩი (გალვეცი 88), ბარტლესი; პიზარო (უჯა 83)

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; ზიმერმანი, ნიედერმაიერი, ბარბა (რისტლი 62), ინსუა; შვააბი; მაქსიმი, რუპი (კრავეცი 81), დიდავი (ვერნერი 44), კოსტიჩი; ჰარნიკი

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 1:0 ბარტლესი (10), 1:1 დიდავი (26), 2:1 ბარბა (33, ა.გ), 3:1 ოზტუნალი (42), 3:2 ბარბა (53), 4:2 პიზარო (64), 5:2 ბარტლესი (80), 6:2 უჯა (86)

გაფრთხილება: გებრე სელასიე (90) - ინსუა (9)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 13 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: ბრიხი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155454