ფეხბურთი

9:42 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალჩო ინტრიგის გარეშე

იტალიის სერია A-ში ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია და ახლა გასარკვევი მხოლოდ დანარჩენი ადგილების მფლობელებიაა. ყველაზე საინტერესო მაინც მეორე ადგილისთვის ბრძოლაა, სადაც ერთმანეთს “რომა” და “ნაპოლი” ებრძვიან. დასადგენია თუ ვინ დატოვებს ელიტას “ფროზინონე”, “პალერმო” თუ “კარპი”.

“ნაპოლიცა” და “რომაც” ორშაბათს ითამაშებენ – დედაქალაქელები “ჯენოას” ესტუმრებიან, ხოლო ნეაპოლიტანური გუნდი შინ ბერგამოს “ატალანტას” ხვდება და წესით დაგეგმილი სამი ქულა უნდა მოიპოვოს. არადა, მაურიციო სარის შეგირდები ბოლო ტურებში უსახურად ასპარეზობენ და სკუდეტოზე ოცნებას უკვე თავი დაანებეს.

ზედიზედ მეხუთედ გაჩემპიონებული “იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე გადარჩენისთვის მებრძოლ “კარპის” უმასპინძლებს. აღნიშნული თამაში ბუნებრივია, რომ ტურინელთათვის არაფერს წყვეტს, სამაგიეროდ, კუნძულელები ქულებს ჰაერივით საჭიროებენ. სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს ფაბრიციო კასტორის გამოუცდელი გუნდი “იუვესთან” წარმატებით თამაშს.

დანარჩენი მატჩებიდან უდაოდ გამოსარჩევია რომის “ლაციოსა” და მილანის “ინტერის” დაპირისპირება, რომელიც დედაქალაქში გაიმართება. ამ გუნდთა მატჩებს ყოველთვის ახლავს გარკვეული დაძაბულობა და გამონაკლის არ კვირას გასამართი შეხვედრა იქნება. თანაც, “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ჯერ კიდევ იბრძვის, სიმონე ინძაგის “ლაციალეს” თავმოყვარეობა თუ შერჩა, აღნიშნული შეხვედრა მაინც არ უნდა წააგოს.

მეორე მილანური გრანდი “მილანი” შინ “ფროზინონეს” დაუხვდება. კრისტიან ბროკი გუნდში სამი კვირის მისულია, მაგრამ მისი მუშაობით უკვე უკმაყოფილონი არიან და სეზონის ბოლოს ალბათ დაითხოვენ კიდეც. ისე უცნაურია, სინიშა მიხაილოვიჩის ხელში “როსონერი” ბევრად გამართულ და გააზრებულ თამაშს აჩვენებდა, ახლა კი მეექვსე ადგილი და შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზურიც საფრთხის ქვეშაა.

“უდინეზე” – “ტორინო”
უდინე, “დაჩია სთედიუმი”
30 აპრილი, 20:00 საათი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, ფელიპე; ვიდმერი, ბადუ, კუზმანოვიჩი, ფერნანდესი, ალი ადნანი; მატოსი, ტერო
მწვრთნელი: ჯიჯი დე კანიო
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა, ვივესი, ბენასი, ძაპაკოსტა; ბელოტი, მარტინესი
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
მსაჯი: მაურიციო მარიანი


“კიევო” – “ფიორენტინა”
ვერონა, “ბენტეგოდი”
30 აპრილი, 22:45 საათი
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, გამბერინი, ცეზარი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ფლორო ფლორესი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბორხა ვალერო, ბადეი; ტელო, სარატე, ბერნარდესკი; კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
მსაჯი: მარკო გუიდა


“იუვენტუსი” – “კარპი”
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
1 მაისი, 14:30 საათი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი, ხედირა, ლემინა, პოგბა, ალექს სანდრო; მანჯუკიჩი, დიბალა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“კარპი” (3-5-1-1): ბელეკი; პოლი, რომანიოლი, გალიოლო; პაშიუტი, დე გუზმანი, კრიმი, კოფიე, ლეტიცია; დი გაუდიო; მბაკოგუ
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
მსაჯი: მასიმილიანო ირატი


“ემპოლი” – “ბოლონია”
ემპოლი, “კასტელანი”
1 მაისი, 17:00 საათი
“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ბიტანტე, კოსიჩი, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, დიუსე, კროჩე; საპონარა; პუჩარელი, მაკარონე
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ძუნიგა, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა; ტაიდერი, დიავარა, ბრიენცა; მუნირი, ფლოკარი, ჯაკერინი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
მსაჯი: დანიელე ჩიფი


“მილანი” – “ფროზინონე”
მილანი, “სან სირო”
1 მაისი, 17:00 საათი
“მილანი” (4-3-1-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; კუცკა, მონტოლივო, პოლი; ჰონდა; ბაკა, ბალოტელი
მწვრთნელი: კრისტიან ბროკი
“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როზი, აჯეტი, ბლანჩარდი, პავლოვიჩი; გორი, გუჩერი, სამარკო; დიონისი, დ. ჩიოფანი, კრაგლი
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
მსაჯი: დავიდე მასა


“პალერმო” – “სამპდორია”
პალერმო, “რენცო ბარბერა”
1 მაისი, 17:00 საათი
“პალერმო” (3-4-2-1): სორენტინო; ჩიონეკი, ანდელკოვიჩი, გოლდანიგა; რისპოლი, ჰილიერმაკი, მარესკა, მორგანელა; ქუაისონი, ვასკესი; ჯილარდინო
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი
“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, დიაკიტე; დე სილვესტრი, კრისტიჩიჩი, დოდო; სორიანო, კორეა; კვალიარელა
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
მსაჯი: პაოლო მაცოლენი


“სასუოლო” – “ვერონა”
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
1 მაისი, 17:00 საათი
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, კანავარო, აჩერბი, ლონგი; პელეგრინი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ტროტა, სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, მორასი, ჰელანდერი, ბიანკეტი; ვსჟოლეკი, ვივიანი, იონიტა, რებიჩი; პაცინი, სილიგარდი
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი


“ლაციო” – “ინტერი”
რომი, “ოლიმპიკო”
1 მაისი, 22:45 საათი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ჰოედტი, ჯენტილეტი, კონკო; ონაზი, ბილია, ლულიჩი; კანდრევა, კლოზე, კეიტა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, მურილო, ნაგატომო; ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია; იოვეტიჩი, იკარდი, პერიშიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
მსაჯი: ლუკა ბანტი


“ჯენოა” – “რომა”
გენუა, “მარასი”
2 მაისი, 21:00 საათი
“ჯენოა” (3-5-2): ლამანა; იცო, მუნიოსი, დე მაიო; ანსალდი, რიგონი, რინკონი, დზემაილი, ლაქსალტი; სუსო, პავოლეტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“რომა” (4-3-3): შჩესნი; მაიკონი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი; სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი


“ნაპოლი” – “ატალანტა”
ნეაპოლი, “სან პაოლო”
2 მაისი, 23:00 საათი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, მერტენსი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, კერუბინი, დრამე; ჩიგარინი, დე რუნი; კურტიჩი, დიამანტი, დ’ალესანდრო; ბორიელო
მწვრთნელი: ედუარდო რეია
მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112451