კალათბურთი

13:01 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია გულშემატკივრებმა ემოციურად გააცილეს (VIDEO)

ზაზა ფაჩულია ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც "დალასის" გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების კაპიტანს ემოციური შეძახილებით აცილებენ.

როგორც იცით, "დალასმა" "ოკლაჰომასთან" სერია 1:4 წააგო და ტეხასური კლუბისთვის სეზონი დასრულდა. ფაჩულიასაც კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ჯერჯერობით უცნობია რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ზაზა.

2015/16 წლების სეზონში ფაჩულია საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.6 ქულას, 9.4 მოხსნას და 1.7 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118383