კალათბურთი

11:07 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი პლეი ოფის მატჩებს დაესწრება

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოვლინდა პლეი ოფის მონაწილე ის ოთხი გუნდი(,,ქუთაისი 2010’’, ,,ბათუმი’’, ,,დინამო’’, ,,სოხუმი’’), რომლებიც ბრძოლას მედლებისათვის აგრძელებენ. პლეი ოფის მატჩებს საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც(საბერძნეთი) დაესწრება.

ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ საქართველოს კალათბურთის ფედერააციის პრეზიდენტმა ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ გაბრიჩიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზუროსს საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგორ კოკოშკოვის წასვლის შემდეგ ჩააბარეს, რომელიც ამჟამად სლოვენიის ვაჟ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114616