ფეხბურთი

10:48 | 29.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილის გუნდი გაფიცვას აპირებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის გუნდი “მორდოვია” შესაძლოა, გაიფიცოს. როგორც ინტერნეტპორტალი championat.com-ი იტყობინება, სარანსკულ კლუბში სერიოზული ფინანსური კრიზისია, რის გამოც “მორდოვიას” ფეხბურთელები რუსეთის პრემიერლიგის დამდეგ ტურში, ლიდერ “როსტოვის” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას არ აპირებენ.

წყაროს ინფორმაციით, “მორდოვიაში” ხელფასები გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული არ დარიგებულა და ფეხბურთელთა პროტესტიც ამითაა განპირობებული.

შეგახსენებთ, სარანსკული გუნდი პრემიერლიგაში გასულ ზაფხულს დაბრუნდა და ამჟამად, 25 ტურის შემდეგ ბოლო, მე-16 ადგილზეა 18 ქულით. თუმცა, რევიშვილსა და მის თანაგუნდელებს რუსეთის მთავარ ლიგაში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ გააჩნიათ.

რაც შეეხება უშუალოდ ქართველ კიპერს, იგი “მორდოვიას” შარშან ზაფხულს შეუერთდა და პრემიერლიგაში აქამდე 17 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111734