ავტოსპორტი

19:43 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ კოკპიტის სანთელს სოჭში გამოსცდის

სოჭის რბოლის თავისუფალი პრაქტიკების დროს, „რედ ბული“ კოკპიტის დამცავის საკუთარ ვერსიას გამოსცდის. ისევე როგორც „ფერარი“, ავსტრიული გუნდიც თავის სიახლეს, პრაქტიკის პირველ წრეზე გამოიყენებს. შემდეგ მოხსნის და მის გარეშე გააგრძელებს ასპარეზობას.

„რედ ბულმა“ გასულ კვირაში თავის დამცავ სანთლს ქრეშ ტესტები ჩაუტარა, რათა დარწმუნებული ყოფილიყო მის საიმედობაში. თუმცა ტესტები სოჭის პრაქტიკებზე დემონსტრირების შემდეგაც გაგრძელდება. სოჭში მისი ჩვენების მიზანი კი ისაა, რომ შემოწმდეს, ხომ არ აუარესებს პილოტის ხედვას და როგორ მიიღებენ მას ფანები. „ფერარის“ დამცავი სტრუქტურის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ის ფანებმა არ მოიწონეს. „რედ ბულს“ სჯერა, რომ მისი სანთელი, რომელიც ძირითად საყრდენზეა აგებული, უფრო პოპულარული იქნება.

FIA-ს ფ1-ის დირექტორმა ჩარლი უაიტინგმა განაცხადა, რომ საბოლოო სიტყვა იმაზე იქნება, თუ რომელი კონსტრუქციაა უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი. მაგრამ თუ ტესტებისას დადგინდა, რომ ორივე კარგია, მაშინ გუნდების გადასაწყვეტია, რომელს მიენიჭება უპირატესობა. უაიტინგის აზრით, სანთელი გარეგნულად უფრო სასურველი გადაწყვეტაა. თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია.

0.162959