ფეხბურთი

17:07 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ უკვე ტრადიციადქცეული კვირის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში 6 ფეხბურთელი მოხვდა მადრიდის “ატლეტიკოდან”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” დაამარცხა (1:0). ნახევარფინალის მონაწილეთაგან მხოლოდ გერმანული კლუბი დარჩა სიმბოლურში წარმომადგენლის გარეშე.

სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა:

ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”), პეპე (“რეალი”), კომპანი (“მანჩესტერ სიტი”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”), კაზემირო (“რეალი”), ფერნანდესი (“ატლეტიკო”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), საული (“ატლეტიკო”), გრიზმანი (“ატლეტიკო”), ტორესი (“ატლეტიკო”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117359