სხვა

13:48 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს პარაფრენბურთის ეროვნული ნაკრები დღეს თავის ისტორიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ამხანაგურ მატჩში ქართველი პარაფრენბურთელები აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 საათზე, "ახალ თბილისში"(ამერიკის საელჩოს გვერდით) მდებარე ხელბურთის დარბაზში შედგება.

საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები თავდაცვის სამინისტროს ბაზაზეა შექმნილი და სხვადასხვა სამშვიდობო მისიის დროს თუ სამშობლოს დასაცავად საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი(ქვედაკიდურის ამპუტირებული) მებრძოლებით არის დაკომპლექტებული.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125455