სხვა

14:45 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუმოისტების 19 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

პოლონეთის ქალაქ კროტოსცუნში 21-24 აპრილს სუმოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა U-18, U-21, U-23 და უფროს ასაკში, სადაც ქართველი სუმოისტებმა 19 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. შეჯიბრებაში მონაწილეობა 17 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა მიიღო.

23 აპრილს ჩატარდა ევროპის სუმოს ფედერაციის კონგრესი, სადაც საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე 5 წლის ვადით აირჩიეს ევროპის სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად. ამასთან კონგრესზე გადაწყდა, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება.

2017 წლის მსოფლიოს თამაშებზე კი, რომელსაც პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უმასპინძლებს, სამი ქართველი გამოვა – ავთანდილ ცერცვაძე, გიორგი მეშვილდიშვილი და გიორგი კვიჭიშვილი, რომლებმაც მსოფლიოს თამაშებზე გამოსვლის ლიცენზია მოიპოვეს.

U-18

ბადრი ხატისკაცი – ბრინჯაო (აბსოლუტური)

U-21

ლაშა ჯელაძე – ოქრო (+115 კგ.) ვერცხლი (აბსოლუტური)

გიორგი ფარადაშვილი – ვერცხლი (+115 კგ.)

შამილ გოგოჭური – ვერცხლი (-115 კგ.)

ნიკოლოზ სისვაძე – ბრინჯაო (-115 კგ.)

გიგა გელაშვილი – ბრინჯაო (აბსოლუტური)

პირად-გუნდური – ვერცხლის მედალი (მონაწილეობდნენ: ლაშა ჯელაძე; გიორგი ფარადაშვილი; გიგა გელაშვილი; შამილ გოგოჭური;)

U-23

გიგა გელაშვილი – ოქრო (+115 კგ.)

ზურაბ აქუბარდია – ვერცხლი (+115 კგ.)

შამილ გოგოჭური – ბრინჯაო (-115 კგ.)

გიორგი ფარადაშვილი – ბრინჯაო (აბსოლუტური)

ლაშა ჯელაძე – ბრინჯაო (აბსოლუტური)

პირად-გუნდურში – ვერცხლი (მონაწილეობდნენ: ლაშა ჯელაძე; ზურაბ აქუბარდია; შამილ გოგოჭური; გიგა გელაშვილი)

უფროსები

ავთანდილ ცერცვაძე – ვერცხლი (აბსოლუტური)

გიორგი კვირჭიშვილი – ბრინჯაო (აბსოლუტური)

შამილ გოგოჭური – ბრინჯაო (-115 კგ.)

გიორგი მეშვილდიშვილი – ბრინჯაო (-115 კგ.)

პირად-გუნდურში – ავთანდილ ცერცვაძე; გიორგი მეშვილდიშვილი – ბრინჯაო. (მონაწილეობდნენ: ლაშა ჯელაძე; გიორგი კვირჭიშვილი; შამილ გოგოჭური; ზურაბ აქუბარდია)

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119331