ჩოგბურთი

0:07 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ტალაჰასის ჩელენჯერს გამოეთიშა

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკულ ტალაჰასიში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

მე-5 ნომრად განთესილ ბასილაშვილს საკმაოდ კარგი ბადე ჰქონდა, თუმცა, მერვედფინალში მსოფლიოს 334-ე ჩოგან ჯეიმს მაკგისთან (ირლანდია) 3:6, 0:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და დომინიკელი ხოსე ერნანდეს-ფერნანდესი ჩილელ ნიკოლას ხარისთან და ეკვადორელ ჯოვანი ლაპენტისთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114173