ჭადრაკი

22:43 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ლიდერთა სამეულშია

ბათუმში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის 7 ტურის თავზე 4.5-4.5 ქულით 3 მონაწილე დაწინაურდა და სასიხარულოა, რომ მათ შორის საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძეც (2535) იმყოფება.

მე-7 ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით რუსი ოლგა გირია (2442) დაამარცხა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 ადგილზეა. პირველზე ვალენტინა გუნინა (2497) გახლავთ, რომელმაც უწინდელ ლიდერ ანა მუზიჩუკს (უკრაინა, 2555) სძლია.

მე-3 პოზიციაზე ჩინელი ქსუე ჟაოა (2504). აზიელმა მოჭადრაკემ ბელა ხოტენაშვილი (2493) დაამარცხა, რომელსაც 2.0 ქულა შერჩა და 12 მონაწილეს შორის უკანასკნელი საფეხური უკავია.

გრან-პრის დანარჩენი ქართველი მონაწილეები მე-7 ტურში ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ და ნინო ბაციაშვილმა (2476) ლელა ჯავახიშვილს (2489) მარცხი აგემა. ბაციაშვილმა 3.5 ქულით მე-7 ადგილზე აინაცვლა, ჯავახიშვილი კი 2.5 ქულით მე-10 პოზიციამდე დაქვეითდა.

მე-8 ტურის პარტიები 28 აპრილს შედგება. ძაგნიძე დანიელიანს ეთამაშება, ხოტენაშვილი – ბაციაშვილს, ჯავახიშვილი კი – გირიას.

მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი

VII ტური

ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) 0.5:0.5

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) 1:0

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) 1:0

ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) – ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) 1:0

ოლგა გირია (რუსეთი, 2442) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) 0:1

ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) 1:0

სატურნირო მდგომარეობა

4.5 – გუნინა, ძაგნიძე, ჟაო

4.0 – ა.მუზიჩუკი, კოსტენიუკი, სკრიპჩენკო

3.5 – ბაციაშვილი

3.0 – გირია, დანიელიანი

2.5 – ჯავახიშვილი, მ.მუზიჩუკი

2.0 – ხოტენაშვილი

VIII ტური, 28 აპრილი

კოსტენიუკი – მ.მუზიჩუკი

ძაგნიძე – დანიელიანი

ჯავახიშვილი – გირია

ხოტენაშვილი – ბაციაშვილი

ა.მუზიჩუკი – ჟაო

სკრიპჩენკო – გუნინა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122785