ფეხბურთი

17:00 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
გერმანია - ინგლისი 1:1 პენ: 6:5 - ევრო 1996, ნახევარფინალი 26 ივნისი, ლონდონი

გოლები: 0:1 შირერი (3), 1:1 კუნცი (16)

პენალტების სერია: 0:1 შირერი, 1:1 ჰესლერი, 1:2 პლატი, 2:2 სტრუნცი, 2:3 პირსი, 3:3 როიტერი, 3:4 გასკოინი, 4:4 ციგე, 4:5 შერინგემი, 5:5 კუნცი, 5:5 საუთგეიტი (მეკარე), 6:5 მიოლერი

ევროპის 1996 წლის ჩემპიონატს ინგლისმა უმასპინძლა. ფეხბურთის სამშობლოში კონტინენტის მთავარ შეჯიბრს დიდი იმედით ელოდნენ და მათმა საყვარელმა ნაკრებმაც ტურნირზე ასპარეზობა ჩინებულად დაიწყო. ტერი ვენეიბზლის გუნდი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ტურნირის მთავარ ფავორიტადაც იქცა.

თუმცა, ინგლისელთა იმედებს ცივი წყალი ნახევარფინალში გადაესხა. 26 ივნისს, "უემბლიზე" მასპინძლებმა გერმანელებთან ყველაფერი იდეალურად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა შემდგომ მეტი ვეღარ გაიტანეს, მიუხედავად არაერთი საგოლე მომენტისა. შტეფან კუნცმა კი თავის მხრივ, მალევე, მე-16 წუთზე გაათანაბრა და თამაშის ძირითადი და დამატებითი დროც ასე დასრულდა.

მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გუნდებმა ძირითადი 5-5 დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ხოლო გადამწყვეტი გარეთ საუთგეიტის მეექვსე თერთმეტრიანი გამოდგა, რომელიც ანდრეას კეპკემ მოიგერია. ანდი მიოლერს გატანა არ გასჭირვებია და ნისლიან ალბიონელთა ოცნება, ოცნებადვე დატოვა. ბერტი ფოგთსის "ბუნდესნაკრებმა" საბოლოო ჯამში იჩემპიონა კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116856