ისტორია

10:25 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

26 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა კარლოს ბიანკი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “ველეს სარსფილდში”, “რეიმსში”, პსჟ-ში და “სტრასბურგში”. მოპოვებული აქვს არგენტინის ჩემპიონობა. ერთხელ გახდა არგენტინის პირველობის, ხუთჯერ საფრანგეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. 1974 წელს დაასახელეს საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად. უმაღლეს დივიზიონებში (არგენტინის და საფრანგეთის) გამოსვლისას არგენტინელ ფეხბურთელთაგან გატანილი აქვს ყველაზე მეტი, 385 გოლი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. წვრთნიდა “რეიმსს”, პსჟ-ს, “რომას”, “ბოკა ხუნიორსს”, მადრიდის “ატლეტიკოს”. მწვრთნელობისას ოთხჯერ მოიგო ლიბერტადორესის (საუკეთესო შედეგი მწვრთნელთა შორის), ორჯერ – საკონტინენტთაშორისო თასები. “ველეს სარსფილდი” სამჯერ გახადა არგენტინის ჩემპიონი. ხუთჯერ აღიარეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო დამრიგებლად. 2000 წელს დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1902. საფეხბურთო კლუბის “ნიუტონ ჰითსის” ახალმა მეპატრონემ ჯორჯ დევისმა თავის მფლობელობაში გადასულ გუნდს სახელი შეუცვალა და მას “მანჩესტერ იუნაიტედი” დაარქვა.

1903. მადრიდში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო” (“კლაბ ატლეტიკო დე მადრიდ”). ესპანეთის ცხრაგზის ჩემპიონი (1940, 1941, 1950, 1951, 1966, 1970, 1973, 1977, 1996) და “სამეფო თასის” ცხრაგზისვე მფლობელი (1960, 1961, 1965, 1972, 1976, 1985, 1991, 1992, 1996). სამჯერ მოიგო ესპანეთის სუპერთასი. 1974 წელს მოიგო საკონტინენტთაშორისო, 1962 წელს – თასების თასები. 1986 წლის თასების თასის ფინალისტი. თამაშობს “ვისენტე კალდერონის” სტადიონზე, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს.

1935. ფრანკ ბუშე ჰოკეის ეროვნული ასოციაციის სპეციალური ორდენით დააჯილდოვეს. მან 11 სეზონის განმავლობაში 7-ჯერ მოახერხა სტენლის თასის მოგება.

1947. სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის ლუი ტეცმა უიპერ უოტსონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1964. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ბოსტონ სელტიკსმა” “სან ფრანსისკო უორიორზი” დაამარცხა და ლიგის რიგით მეთვრამეტე ჩემპიონი გახდა.

1966. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის “ბოსტონ სელტიკსის” მთავარმწვრთნელობიდან Aარნოლდ აუერბახი გადადგა.

1978. სტამბოლში მიმდინარე უეფა-ს 14-ე კონგრესზე ორგანიზაციის პრეზიდენტად იტალიელი არტემიო ფრანკი აირჩიეს.

1982. თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა დავით ყიფიანმა. იმ დღეს “დინამომ” თბილისში კრასნოდარის “ყუბანს” 3:1 მოუგო.

1983. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის მატჩში, “სან ანტონიო სპერზმა” “დენვერ ნაგითსი” 152:139 დაამარცხა. ეს შეხვედრა ფლეი-ოფში ყველაზე შედეგიანია.

1987. ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელების, გლენ ჰოდლისა და კრის უოდლის მიერ ჩაწერილი სიმღერა Diamond Lights-i Music Charts-ში მოხვდა.

1988. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, 1988-89 სეზონში მატჩების მომსახურება სამი არბიტრით გადაწყვიტეს.

1991. ბუენოს აირესში კოკაინის მოხმარებისა და შენახვისთვის დიეგო არმანდო მარადონა დააპატიმრეს.

2000. ერევანში, საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების ამხანაგური მატჩი უგოლოდ დასრულდა.

2005. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, “მილანმა” პსვ-ს 2:0 მოუგო.

2005. ფრანგული საფეხბურთო კლუბის, “ნიცას” მთავარ მწვრთნელად ჟერარ ბუშერი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ჟერნოტ რორი შეცვალა.

2008. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში “პორტსმუთმა” “კარდიფ სიტის” 1:0 მოუგო და თავის ისტორიაში მეორედ დაეუფლა ამ საპატიო პრიზს.

2008. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში ესპანეთს 22:20 სძლია და “ერთა თასის” გამარჯვებული გახდა. მამუკა გორგოძემ სამჯერ მოახერხა ლელოს დადება.

2009. რაფაელ ნადალმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო ბარსელონას საჩოგბურთო Torneo Godó ტურნირი. ფინალში ნადალმა თანამემამულე დავიდ ფერერს 6–2, 7–5 მოუგო.

2013. საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში “შსს აკადემიამ” “ოლიმპს” 3:2 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონი გახდა. აკადემიელებს ბერძენი გიორგოს კეცელიდისი წვრთნიდა.

2013. ფეხბურთში ევროპის 19 წლამდელთა ელიტრაუნდში საქართველომ შოტლანდიას 3:1 მოუგო.

2013. რაგბში საქართველოს ჩემპიონი “ლელო” გახდა, რომელმაც ფინალში “არმია” 16:10 დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1898. ედუარდ იგანი. უნიკალური მიღწევების მქონე ათლეტი. 1920 წელს მოიგო ზაფხულის ოლიმპიადა (კრივში). ხოლო 1932 წელს გაიმარჯვა ზამთრის ოლიმპიადაზე (ბობსლეიში).

1904. ჯიმი მაკგრორი. 1920-30-იან წლებში შოტლანდიელი ფორვარდი. შოტლანდიის ჩემპიონატების რეკორდსმენი გატანილ გოლთა რაოდენობით. მაკგრორმა 408 მატჩში 410 გოლი გაიტანა. “სელტიკის” რეკორდსმენი გატანილ გოლთა რაოდენობით (397 ბურთი 378 შეხვედრაში). შოტლანდიის სამგზის ჩემპიონი და ასოციაციის თასის ხუთგზის მფლობელი.

1918. ფანი ბლანკერს-კუნი. ჰოლანდიელი მძლეოსანი. გამოდიოდა 100 და 200 მეტრზე სირბილში. პირველი ქალი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე (1948) ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა.

1937. რობერტ ბუზერი. ამერიკელი კალათბურთელი. 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1937. მანგა. 1950-80-იანი წლების ბრაზილიელი მეკარე. თამაშობდა 45 წლამდე. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. გამოდიოდა ბრაზილიის, ურუგვაისა და ეკვადორის კლუბებში. 1971 წელს მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. ურუგვაის ოთხგზის, ბრაზილიის ორგზისა და ეკვადორის ჩემპიონი. 1970 და 1972 წლებში მიიწვიეს სამხრეთ ამერიკის ნაკრებში.

1947. დონა დე ვარონა. ცურვაში 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი. სპორტული ჟურნალისტი და ფუნქციონერი.

1949. კარლოს ბიანკი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “ველეს სარსფილდში”, “რეიმსში”, პსჟ-ში და “სტრასბურგში”. მოპოვებული აქვს არგენტინის ჩემპიონობა. ერთხელ გახდა არგენტინის პირველობის, ხუთჯერ საფრანგეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. 1974 წელს დაასახელეს საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად. უმაღლეს დივიზიონებში (არგენტინის და საფრანგეთის) გამოსვლისას არგენტინელ ფეხბურთელთაგან გატანილი აქვს ყველაზე მეტი, 385 გოლი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. წვრთნიდა “რეიმსს”, პსჟ-ს, “რომას”, “ბოკა ხუნიორსს”, მადრიდის “ატლეტიკოს”. მწვრთნელობისას ოთხჯერ მოიგო ლიბერტადორესის (საუკეთესო შედეგი მწვრთნელთა შორის), ორჯერ – საკონტინენტთაშორისო თასები. “ველეს სარსფილდი” სამჯერ გახადა არგენტინის ჩემპიონი. ხუთჯერ აღიარეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო დამრიგებლად. 2000 წელს დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად.

1953. ოლეგ ლიპარტელიანი. თბილისის “ლოკომოტივისა” და ქუთაისის “აიას” მორაგბე (ამპლუით გარემარბი, შუამარბი). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1987, 1988, 1989), მეორე პრიზიორი (1984) და ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1978, 1985). საკავშირო თასის სამგზის გამარჯვებული (1978, 1987, 1990). საქართველოს ჩემპიონი (1990). საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გუნდის პირველ მატჩში (ზიმბაბვესთან) და პირველ უცხოურ ტურნეში (1990). ოლეგ ლიპარტელიანი 2003 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა.

1961. ალექსანდრ ზავაროვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ლუგანსკის “ზარიას,” როსტოვის სკა-ს, კიევის “დინამოს,” ტურინის “იუვენტუსის,” “ნანსის” ფეხბურთელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1986 წლის თასების მფლობელთა თასისა და 1990 წლის UEFA-ს თასის გათამაშების გამარჯვებული. იტალიის თასის მფლობელი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 41 მატჩი, გაიტანა 6 გოლი.

1961. ალბერტ ლოურენსი. იამაიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1984 წლის ოლიმპიადაზე მოიგო ვერცხლის მედალი.

1962. ექტორ ენრიკე. გასული საუკუნის 90-იან წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი. მექსიკის მუნდიალზე 5 მატჩში იასპარეზა. არგენტინის ორგზის ჩემპიონი. 1986 წელს მოიგო ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები.

1966. ანდრეა ტემეშვარი. უნგრელი ჩოგბურთელი. 1985 წელს მოგებული აქვს აშშ-ს ღია პირველობა.

1969. გიორგი კოღუაშვილი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (გამოდიოდა 90 და 96 კგ წონით კატეგორიებში) 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1993, 1994, 1997, 1998, 1999) და ბრინჯაოს პრიზიორი (1995). ევროპის სამგზის ჩემპიონი (1995, 1996, 2002). მსოფლიოს თასის მფლობელი (1991) და მესამე პრიზიორი (2003). ატლანტას (1996), სიდნეისა (2000) და ათენის (2004) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ევროპის ჩემპიონი იუნიორებში (1987). მსოფლიო თასის მფლობელი (1991). 1993 წლიდან გამოდიოდა რუსეთის სახელით.

1972. კიკო ნარვაესი. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 1996 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოიპოვა ქვეყნის “სამეფო თასი”.

1976. ვაცლავ ვარადა. ჩეხეთის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრებისა და “ბუფალო სეირბზის” ფორვარდი. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1976. გიორგი კიკნაძე. საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების, თბილისის “დინამოსა” და “ფრაიბურგის” ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 10 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. იყო რუსთავის “ოლიმპის”, ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “ლოკომოტივის” მწვრთნელი.

1978. ანდრეს მენდოსა. პერუს ეროვნული ნაკრების, “სპორტინგ კრისტალისა” და “ბრიუგეს” ფეხბურთელი.

1978. პეტერ მადსენი. დანიის 21 წლამდე ასაკის მოთამაშეთა და ეროვნული ნაკრებების, “ბრონდბიუს” და “ბოხუმის” ფეხბურთელი.

0.112884