ფეხბურთი

12:27 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
პორტუგალია - საბერძნეთი 0:1 - ევრო 2004, ფინალი. 4 ივლისი, ლისაბონი

გოლი: 0:1 ხარისტეასი (57)

ევროპის 2004 წლის ჩემპიონატს ბევრი ფავორიტი ჰყავდა - ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, იტალია, პორტუგალია, საფრანგეთი...

თუმცა, ტურნირი ყველას გასაოცრად, საბერძნეთის ნაკრებმა მოიგო. ელადელთა ტრიუმფალური სვლა მასპინძელ პორტუგალიასთან გახსნით მატჩში გამარჯვებით დაიწყო (2:1), თუმცა მიუხედავად ამ სენსაციური მოგებისა, მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოტო რეჰაგელის უსახელო გუნდი საუკეთესო გახდებოდა.

ბედის ირონიით ისე მოხდა, რომ ფინალიც ისეთივე გამოდგა, როგორც ტურნირის პირველი მატჩი: 4 ივლისს, ერთმანეთს ისევ პორტუგალია და საბერძნეთი დაუპირისპირდნენ - მიუხედავად მასპინძელთა დიდი სურვილი გამარჯვებისა და რევანშისა, მაინც საბერძნეთმა იმარჯვა. გადამწყვეტი გოლი კი 57-ე წუთზე ანგელოს ხარისტეასმა გაიტანა, როდესაც ლუზიტანელ მცველებსა და მეკარეს ერთდორულად დაუსხლტდა.

ბერძენთა გაჩემპიონება ერთ-ერთი უდიდესი მოულოდნელობა გახლდათ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში და დღემდე ასეა...

0.116202