ფეხბურთი

1:35 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ზღაპრის კეთილ დასასრულამდე...

პრემიერლიგის არასრული 35-ე ტურის დასკვნით მატჩში “ტოტენჰემმა” “ვესტ ბრომვიჩს” უმასპინძლა, მხოლოდ ქულას დასჯერდა და “ლესტერი” კვლავ 7 ქულით გაუშვა წინ. რაც იმას ნიშნავს, რომ “მელიებს” საჩემპიონო ტიტულის გასაფორმებლად 3 ქულაღა სჭირდებათ და ამის გაკეთება მომდევნო ტურში “ოლდ ტრაფორდზე” შეეძლებათ, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან.

“უაით ჰართ ლეინზე” გამართულ შეხვედრაში, პირველ ნახევარში “ტოტენჰემი” თამაშობდა უკეთ, ხოლო მეორე ტაიმში “ვესტ ბრომვიჩი” ფლობდა უპირატესობას, რაც ანგარიშზე აისახა.

ორივე გოლი სტანდარტულს მოჰყვა და ორივე შემთხვევაში გოლის გატანა სტუმართა მცველმა კრეიგ დოუსონმა მოახერხა. მან 33-ე წუთზე ავტოგოლი ჩაიწერა პასივში, ხოლო 73-ე წუთზე შეცდომა გამოასწორა და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

“ტოტენჰემი” 69 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა. “მამლები” “ლესტერს” 7 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო უახლოეს მდევრებს “სიტისა” და “არსენალს” 5-5 ქულით უსწრებენ.

ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (1:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, დემბელე, დაიერი (მეისონი 75), ალი (ჩადლი 90), ლამელა (სონი 85), ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი, მაკოლი, ოლსონი, ევანსი, დოუსონი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, გარდნერი, მაკკლინი, სესენიონი (სანდრო 90), რონდონი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლები: 1:0;1:1 დოუსონი (33 ს.კ. 73)
გაფრთხილებები: ევანსი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099808