ფეხბურთი

23:17 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" - გუნდი, სადაც განტევების ვაცი ყოველთვის მწვრთნელია

ალბათ, “მილანის” ნებისმიერი გულშემატკივრისთვის მძიმე საყურებელია მათი საყვარელი გუნდის ასეთ დღეში ყოფნა. სილვიო ბერლუსკონიმ განტევების ვაცად ისევ მთავარი მწვრთნელი, ამჯერად სინიშა მიხაილოვიჩი გამოიყვანა და დაითხოვა, თუმცა რა შედეგი მოიტანა ამან?! – სამი თამაში კრისტიან ბროკის ხელმძღვანელობით, 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება და ორად-ორი გატანილი გოლი.

ამასობაში ტიფოზები პატივცემულ სილვიოს აუმხერდნენ და ამბობენ, პრობლემა სინიშაში არ იყოო. ვერაფერს იტყვი, ვგონებ, მართლებიც არიან, თანაც ცამდე მართლები.

მანამდე კი “მილანი” ღრმა აუტსაიდერ “ვერონას” ეწვია და წააგო. არადა, “როსონერი ჟერემი მენეზის გოლით იეგბდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ერთი წლის შემდეგ გაიტანა. თუმცა, საბოლოო ჯამში “როსონერი” თუნდაც ქულის მოპოვებას არაფრით იმსახურებდა და დამსახურებულად წააგო. მეორე ტაიმში პაცინიმ და სილიგარდიმ აიღეს ჯანლუიჯი დონარუმას კარი. მოკლედ, “მილანის” მდგომარეობა ძალზე მძიმეა და ახლა მეექვსე ადგილიც რეალური საფრთხის წინაშეა – “სასუოლო” ლომბარდიულ გრანდს კინკილა ქულით ჩამორჩება. და მაინც, მთავარი იმედი, იტალიის თასია, სადაც “როსონერი” 21 მაისს, რომში ითამაშებს. მეტოქე კი, ტურინის “იუვენტუსია” – დასკვნები თქვენთვის მოგვინდია. აღსანიშნავია, რომ "ვერონას" ეს მოგება არაფერში წაადგა და სერია B-ში ოფიციალურად დავქეითდა.

თურის დასკვნით შეხვედრაში კი, “ემპოლიმ” “კარპისთან” ბოლოსკენ გაშვებული გოლით წააგო – აღნიშნული მატჩი მარკო ჯამპაოლოს გუნდისთვის არაფერს წყვეტდა. “კარპიმ” კი ამ მოგებით დარჩენისკენ დიდი, უდიდესი ნაბიჯი გადადგა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში მეორედ გამოჩნდა ლევან მჭედლიძე, მაგრამ რად გინდა – ქართველმა შემტევმა 26-ე წუთზე მეტოქე კრიმთან უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ასე დატოვა.

“ვერონა” – “მილანი” 2:1 (0:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 000

“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, მორასი, ბიანკეტი, ალბერტაცი; ვსჟოლეკი (გომესი 61), მარონე, სილიგარდი, იონიტა; რებიჩი (რომულო 39), პაცინი (ჩეკინი 77)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“მილანი” (4-3-1-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ძაპატა, დე შილიო (ანტონელი 34); მაური (ლუის ადრიანო 78), მონტოლივო, კუცკა; ჰონდა; მენეზი, ბაკა

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

გოლები: 0:1 მენეზი (21), 1:1 პაცინი (72, პენ), 2:1 სილიგარდი (90)

გაფრთხილება: ალბერტაცი (48) – ძაპატა (67), მაური (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (11) – 10 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 13:6 თამაშგარე: 1:10

მსაჯი: მარკო დი ბელო

“კარპი” – “ემპოლი” 1:0 (0:0)

მოდენა, “ბრალია”

მაყურებელი: 9 000

“კარპი” (4-4-1-1): ბელეკი; პოლი, გალიოლო, რომანიოლი, ლეტიცია; პაშიუტი, ბიანკო, კრიმი (ლასანია 55), დი გაუდიო (დე გუზმანი 65); ლოლო, მბაკოგუ (მანკოსუ 84)

მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი

“ემპოლი” (4-3-1-2): პელაგოტი; ძამბელი (ბიტანტე 88), კოსტა, კოშიჩი, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი (მაკარონე 86), ბუჩელი (კროჩე 68); საპონარა; მჭედლიძე, პუჩარელი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლი: 1:0 ლასანია (85)

გაფრთხილება: კრიმი (22), ლოლო (31, 90), ბიანკო (80), მანკოსუ (90) – კოშიჩი (19), ძამბელი (47), პარედესი (66), მაკარონე (90)

გაძევება: მჭედლიძე (26)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

თეგებისერია A
0.107695