ფეხბურთი

1:33 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" "რომას" უქომაგებს

მინიმუმ ერთი დღე “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია. “იუვემ” დღეს “ფიორენტინა” უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და “ნაპოლის” 12 ქულით გაასწრო, რომელიც XXXV ტურის მატჩს ორშაბათს, გასვლაზე “რომასთან” ჩაატარებს და თუ ვერ მოიგებს, სკუდეტოს “ბებერი ქალბატონი” ოფიციალურად დაეპატრონება.

მანამდე კი, მასიმიალიანო ალეგრის გუნდმა ფლორენციის “არტემიო ფრანკის” სტადონზე ზღაპარში მოიგო. დიახ, ასე იყო. სხვა რა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ პაულო სოუზას გუნდი მთელი თამაში უპირატესობას ფლობდა და იღბალს ზურგი რომ არ ექცია, ეგებ, “იუვეს” წაუგებელი სერია დაესრულებინა. თუმცა, ასე მაინც არ მოხდა. პირველი გოლი 39-ე წუთზე გავიდა: კომბინაცია კი დიდებული გახლდათ – სამი ხედირამ გამოზომილი პასით საჯარიმოში პოლ პოგბა მოძებნა, თავის მხრივ, ფრანგმა დიდოსტატურად დაუგდო მარიო მანჯუკიჩს და ხორვატიც არ შემცდარა – 0:1. მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეუტიეს და გათანაბრება რამდენჯერმე შეეძლო. 81-ე წუთზე კი, “იებს” წონასწორობის აღდგენაში ისევ სტუმრები და კერძოდ, Lეონარდო ბონუჩი დაეხმარა. იტალიის ნაკრების მცველმა საჯარიმოს მისადგომებთან იმდენი იფიქრა, სანამ გადაცემა არ ჩაუჭრეს და ნიკოლა კალინიჩმა ერთი შეხებით ჯიჯი ბუფონი უშანსოდ დატოვა. და მაინც, დღეს, ფორტუნა “იუვეს” მხარეს იყო: ზუსტად ორ წუთში საჯარიმოში შექმნილი არეულობით ყველაზე უკეთ ალვარო მორატამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან თავისიანებს მოაგებინა – 1:2.

მართალია აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ მატჩის დასრულებამდე მხოლოდ 7 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ მთავარი მოვლენები სწორედ ხსენებულ დროში განვითარდა. მსაჯის კომპესირებული დრო იყო, როცა ხუან კუადრადომ “იუვეს” საჯარიმოში კალინიჩი წააქცია და პენალტი დაინიშნა. თუმცა რად გინდა – ბუფონმა იმავე კალინიჩს დარტყმის მიმართულება გამოუცნო, მერე დამატებაზე ფედერიკო ბერნარდესკისაც აჯობა და “ბებერმა ქალბატონმა” სახლში მორიგი სამი ქულა წაიღო. ახლა “იუვენტუსს” ბოლო 25 თამაშიდან, 24 აქვს მოგებული.

დღეს გამართული სხვა მატჩები სიმართლე ითქვას, განსაკუთრებულ ინტერესს არც იწვევდა. ყველაზე გამოსარჩევი სატურნირო ცხრილიდან გამომიდნარე, “ფროზინონესა” და “პალერმოს” თამაში იყო. ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია და გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ გააჩნიათ. თუმცა, ახლა უფრო მეტად “პალერმოს”, რადგან “მატუზაზე” სწორედ სიცილიელებმა მოიგეს ალბერტო ჯილარდინოსა და ალექსანდარ ტრაიკოვსკის გოლებით.

გენუაში, წააგო სიმონე ინძაგის რომის “ლაციომ”, რომელსაც, როგორც ჩანს, ახალი მწვრთნელის ფაქტორი ვეღარ შველის. ეს რომაელთა მიჯრით მეორე მარცხია

“ფროზინონე” – “პალერმო” 0:2 (0:0)

ფროზინონე, ”მატუზა”

მაყურებელი: 7 500

“ფროზინონე” (4-3-3): ლეალი; როსი, ბლანჩარდი, რუსო (ლონგო 84), პავლოვიჩი (დიონისი 69); გორი, გუჩერი (ტონევი 75), კრაგლი; დ. ჩიოფანი, სიდიმო, პაგანინი

მწვრთნელი: რობერტო სტელონე

“პალერმო” (3-4-3): სორენტინო; ანდელკოვიჩი, გონსალესი, ჩიონეკი; რისპოლი, ჰილიერმაკი, მარესკა, მორგანელა; ვასკესი (იაიალო 77), ჯილარდინო (ჩოჩევი 90), ქუაისონი (ტრაიკოვსკი 62)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გოლები: 0:1 ჯილარდინო (56), 0:2 ტრაიკოვსკი (90)

გაფრთხილება: როზი (45), ბლანჩარდი (79), სოდიმო (90) – გონსალესი (24), ჩიონეკი (76), მარესკა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 5 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ატალანტა” – “კიევო” 1:0 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 16 000

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; მაზიელო, ტოლოი, პალეტა (სტენდარდო 29), ბრივიო; დე რუნი, ჩიგარინი, კურტიჩი; გომესი, ბორიელო, დიამანტი (კონტი 83)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; კაჩატორე, სპოლი, გამბერინი, გობი; რადოვანოვიჩი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პეპე 72); მეჯორინი (ინგლეზე 66), ფლორო ფლორესი (პელისიერი 56)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 1:0 ბორიელო (55)

გაფრთხილება: პალეტა (21), სტენდარდო (32), კურტიჩი (86) – ჰეტემაი (17), სპოლი (86)

გაძევება: გომესი (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“ბოლონია” – “ჯენოა” 2:0 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 19 000

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; როსეტინი, მაიეტა, გასტალდელო, მაზინა (ფერარი 87); ტაიდერი, ბრიენცა, ბრიგი; რიცო (ძუნიგა 59), ფლოკარი, ჯაკერინი (კონსტანტი 81)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; დე მაიო, იცო, მუნიოსი; ანსალდი (ფიამოცი 34), ნტჩამი, რინკონი, გაბრიელ სილვა; ლაქსალტი (დიეგო კაპელი 58), პავოლეტი,მატავცი (სუსო 46)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ჯაკერინი (12), 2:0 ფლოკარი (63)

გაფრთხილება: როსეტინი (49) – რინკონი (37), მუნიოსი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 4 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 7:3

მსაჯი: ანტონიო დამატო

“სამპდორია” – “ლაციო” 2:1 (1:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21 000

“სამპდორია” (3-5-2): ვივიანო; კასანი, დიაკიტე, სილვესტრე; დე სილვესტრი, ფერნანდო, კრისტიჩიჩი (სორიანო 74), ბარეტო, დოდო (სკრინიარი 90); მურიელი (კორეა 65), კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ჯენტილეტი, ჰოედტი (მაურისიო 46), კონკო (მორისონი 83); ლულიჩი, ბილია, ონაზი; კანდრევა (ანდერსონი 64), ჯორჯევიჩი, კეიტა

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 ჯორჯევიჩი (3), 1:1 ფერნანდო (20), 2:1 დიაკიტე (78)

გაფრთხილება: დოდო (44), ბარეტო (90) – ჰოედტი (22), კანდრევა (32), კეიტა (38), კონკო (55), ჯენტილეტი (81), მაურისიო (84)

გამოუყენებელი პენალტი: კანდრევა (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 10 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:12 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“ტორინო” – “სასუოლო” 1:3 (1:1)

ტურინი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 18 000

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა (ფარნერუდი 72), გაცი, ბაზელი (ბენასი 71), გასტონ სილვა (მაქსი ლოპესი 82); ბელოტი, მარტინესი

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, დანკანი, პელეგრინი; ბერარდი (ლონგი 90), ალჩინელი (ტროტა 86), სანსონე (პოლიტანო 71)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 სანსონე (3), ბრუნო პერესი (7), 1:2 პელუზო (75), 1:3 ტროტა (90)

გაფრთხილება: გაცი (87), მორეტი (88) – პელუზო (21)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 10 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი” 1:2 (0:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი, ტომოვიჩი; ბერნარდესკი, ბადეი, ბორხა ვალერო, ალონსო; ილიჩიჩი (სარატე 53), ტელო (მატი ფერნანდესი 62); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; ლიხშტაინერი (კუადრადო 88), ხედირა, ლემინა, პოგბა (ასამოა 84), ევრა; დიბალა (მორატა 70), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (39), 1:1 კალინიჩი (81), 1:2 მორატა (83)

გამოუყენებელი პენალტი: კალინიჩი (90)

გაფრთხილება: როდრიგესი (58) – რუგანი (72), მორატა (84), კუადრადო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (11) – 6 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152179